ქირურგი, რომელიც მეზობლის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად“,-წერია სამძიმრის წერილში.
„დიდი ადამიანი
იყავით უკეთილშობილესი და საოცარი ექიმი არც კი მჯერა რომ აღარ ხართ. მენანებით“,- წერენ მოქალაქეები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“