close
ემიგრანტი

ნინო მუჩიაშვილი – ქართველი, რომელიც პოლონეთში, ევროპის წამყვან კომპანიებს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, ბიზნეს რეკომენდაციებს უწევს  

უცხო ქვეყანაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ბუნებრივია, სხვადასხვა სირთულესა და წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ ადამიანს ამ წინააღმდეგობებთან დასაპირისპირებლად უნარები და ნებისყოფა განსხვავებული აქვს. ნინო მუჩიაშვილი დღეს პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს. მან, არსებული სირთულეების მიუხედავად, დასახულ მიზნებს მიაღწია. საკუთარ განვლის გზაზე ის „დოქტრინას“ ესაუბრა.

ამჟამად, პოლონეთში ვცხოვრობ და დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ კვლევით კომპანია – OpinionWay-ში ჯუნიორ კვლევის ანალიტიკოსად ვმუშაობ. ძირითადად, ჩართული ვარ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების და საზოგადოებრივი აზრის კვლევაში. ამასთან ერთად, ევროპის წამყვან კომპანიებს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით ბიზნესრეკომენდაციებს ვუწევ.

ნინო გვიყვება, რის გამო მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი მიზნები სამშობლოს ფარგლებს გარეთ განეხორციელებინა.

იმიტომ, რომ მინდა, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო. ამ მიზნის გამო, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ევროპის კვლევების მიმართულებით ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ევროპის კოლეჯში, ევროკომისიის სრული სტიპენდიით და დაფინანსებით გავაგრძელე სწავლა.
თუმცა, უცხოეთში განათლების მიღებაზე მეტად სამუშაო გამოცდილების დაგროვება მინდოდა, რადგან სწორედ მნიშვნელოვანი კონტაქტების შეძენა, აქაური მუშაობის კულტურისა და თავისებურებების გაცნობა  არის ის ფაქტორები, რაც  დიდ როლს თამაშობს პროფესიულ განვითარებასა და წარმატებაში. ამიტომ, მაგისტრატურის დასრულებისთანავე, KPMG-ის ვარშავის ოფისში გავიარე სტაჟირება. ამის შემდეგ კი, OpinionWay-გან მიღებულ შემოთავაზებას დავთანხმდი“. 

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ თავის რეალიზება?

ვფიქრობ, მთავარია, რომ წარუმატებლობის და გამოწვევების არ ეშინოდეთ. ევროკავშირში სამსახურის დაწყება მარტივი არაა. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, უამრავი კომპანია ინტერესდებოდა ჩემი პროფილით, თუმცა, საბოლოოდ უარს მეუბნებოდნენ, რადგან არაევროკავშირის მოქალაქის აყვანა გრძელვადიან და დამღლელ ადმინისტრაციულ პროცესებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, კიდევ ერთი რჩევაა, რომ მზად იყვნენ პატარ-პატარა კულტურული შოკებისთვის, რასაც სამსახურში გადააწყდებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0