იმას, თუ რას ავირჩევთ ჩვენთვის საყვარელ და საჭირო საქმიანობად, დრო და გარემოებები განსაზღვრავს. შესაძლოა, ბევრი წელი გავიდეს იმის ძიებაში, თუ რა პროცესი გვანიჭებს სიამოვნებას, რაც, ამასთანავე, ჩვენთვის შემოსავლის წყარო უნდა იყოს.
რამინ ნოზაძისთვის დეკორატიული სანთლების დამზადების სიყვარულს წინ ხანგრძლივი ისტორია უძღვის. ეს ისტორია, საბოლოოდ, ამ ხელსაქმით მიმართ უდიდესი სიყვარულით დასრულდა. ის საოცარ, გამორჩეულ სანთლებს მეუღლესთან, თამთა კანკაძესთან ერთად 2016 წლიდან ამზადებს. რამინი თავად გვესაუბრა.
18 წლის ვიყავი, როდესაც ემიგრანტი გავხდი. საბერძნეთში ვმუშაობდი სანთლის საწარმოში, სადაც სიღრმისეულად შევისწავლე ჩემი საქმე. 15 წლის შემდეგ გადავწყვიტე დაბრუნება სამშობლოში და დავიწყე საქმე, რომელიც მთელი არსებით შევიყვარე.
სანთლებს ვამზადებთ როგორც პარაფინით, ასევე, სოიოს ცვილით.
როგორც რამინი ამბობს, სანთლებისთვის ყალიბებს ის და მისი მეუღლე თავად ქმნიან და ცდილობენ, მათი პროდუქცია იყოს გამორჩეული.
ჩვენი სანთელი არ ჰგავს სხვას. ჩვენ თავად ვქმნით ყალიბებს, ვხატავთ და ვძერწავთ სანთლებზე. ვცდილობთ, შევქმნათ სხვებისგან გამორჩეული პროდუქცია. გვაქვს ძალიან ბევრი იდეა და ამას სულ მალე იხილავს ჩვენი მომხმარებელი. გვიყვარს სიახლეებით მომხმარებლის განებივრება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”