შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შეიძლება არსებობდეს “მარტივი, უსაფრთხო და ეკონომიური” გზა ტკივილის შესამსუბუქებლად: მწვანე შუქი.
თაგვებზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კონუსები და ჩხირები- (თვალის ბადურის უჯრედი) თვალის უჯრედები, რომლებიც გრძნობენ სინათლეს – ხელს უწყობდნენ მწვანე შუქის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ჯანმრთელ თაგვებში და თაგვებში, რომლებსაც სახსრების ანთება ჰქონდათ.
როგორც მეცნიერები ხშირად აკეთებენ, მკვლევარებმა გარკვეული უჯრედების ინაქტივაცია განახორციელეს, რათა დაენახათ, რა გავლენას ახდენდა ეს ცხოველების ტკივილის გრძნობაზე. როცა ზოგიერთ თაგვში ჩხირების ინაქტივაცია განახორციელეს, ამ ცხოველებს, მწვანე შუქის საშუალებით, ტკივილი მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა, ხოლო კონუსების გარეშე თაგვებს ტკივილის შემსუბუქების ნიშნები საერთოდ არ ჰქონდათ.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბადურის კონუსის ფოტორეცეპტორები აუცილებელია მწვანე შუქის ანალგეზიისთვის, ხოლო ჩხირები მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ“, – განმარტავენ კვლევის ავტორები.
ექსპერიმენტების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე შუქში მოცურავე კონუსები და ჩხირები ასტიმულირებდნენ ტვინის უჯრედების ჯგუფს ვენტროლატერალურ გენიკულურ ბირთვებში, რაც ადრე უკავშირდებოდა ზოგადად კაშკაშა სინათლის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ტვინის ამ ნაწილში ეს ნეირონები გამოხატავს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ტკივილის სიგნალიზაციაში. ეს უჯრედები შემდეგ გადასცემენ შეტყობინებას ტვინის სხვა ნაწილს, რომელსაც ეწოდება დორსალური რაფის ბირთვი, რომელიც არეგულირებს ტკივილს და ეფექტურად ამცირებს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.
მიუხედავად იმისა, რომ მღრღნელებში ტკივილის შემსუბუქება არ ნიშნავს, რომ ადამიანებშიც ანალოგიურად ხდება, ეს კვლევა ახერხებს ძუძუმწოვრების ტვინში ტკივილის სქემების დადგენას, რომლებიც რეაგირებენ ვიზუალურ მონაცემებზე და აფართოებს ჩვენს გაგებას მათი ჩახშობის უსაფრთხო, მარტივი გზის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.
წყარო : sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”