66 მილიონი წლის წინ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახა 10 მილიარდი ატომური ბომბის ძალით და შეცვალა ევოლუციის კურსი.
ცა დაბნელდა და მცენარეებმა შეწყვიტეს ფოტოსინთეზი. მცენარეები დაიღუპნენ, შემდეგ ცხოველები, რომლებიც ამ მცენარეებით იკვებებოდნენ. კვებითი ჯაჭვი ჩამოიშალა. ყველა სახეობის 90 პროცენტზე მეტი გაქრა. ყველა დინოზავრი, გარდა რამდენიმე ფრინველისა, გადაშენდა.
1980-იან წლებში პალეონტოლოგმა დეილ რასელმა შემოგვთავაზა ექსპერიმენტი, რომელშიც ხორცისმჭამელი დინოზავრი გადაიქცა ინტელექტუალურ ხელსაწყოების მომხმარებლად. ეს “დინოზავროიდი” იყო დიდ-ტვინიანი არსება, რომელიც ვერტიკალურად დადიოდა.
შეუძლებელი არ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. თუ კოლეჯში სწავლას მიატოვებთ, შესაძლოა თავის ტვინის ქირურგი, იურისტი ან „ნასას“ რაკეტების მეცნიერი ვერ გახდეთ, მაგრამ შეიძლება გახდეთ მხატვარი, მსახიობი ან მეწარმე. გზა, რომელსაც ცხოვრებაში გავდივართ, ზოგიერთ კარს აღებს და ზოგიერთს ხურავს. ასეა ევოლუციაშიის შემთხვევაშიც.
განვიხილოთ დინოზავრების ზომა. იურული პერიოდის დასაწყისში, ზავროპოდი დინოზავრები, ბრონტოზავრები და მისი მსგავსები 30-50-ტონიანი გიგანტები იყვნენ, 30 მეტრი სიმაღლის — სპილოებზე ათჯერ მძიმე და ცისფერი ვეშაპების სიგრძის.
ასე მოხდა მრავალ ჯგუფში, მათ შორის დიპლოდოციდებში, ბრაქიოზავრიდებში, ტურიაზავრიდებში, მამენჩიზავრიდებსა და ტიტანოზავრებში.
ეს მოხდა სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კლიმატში, უდაბნოებიდან ტროპიკულ ტყეებამდე. თუმცა, ასეთ გარემოებში ბინადარი სხვა დინოზავრები სუპერგიგანტები არ გამხდარან.
რაც ამ ცხოველებს აკავშირებდა ის იყო, რომ ისინი ზავროპოდები იყვნენ. ზავროპოდების ანატომიამ — ფილტვებმა, ღრუ ძვლებმა სიმტკიცისა და წონის მაღალი თანაფარდობით, მეტაბოლიზმმა ან ამ ყველაფერმა ერთად — მათი ევოლუციური პოტენციალი გახსნა. საშუალება მისცა იმხელები გაზრდილიყვნენ, რამხელაც ხმელეთის არც ერთი სხვა ცხოველი არ გაზრდილა არც იქამდე და არც მას შემდეგ.
ხორცისმჭამელი დინოზავრებიც მუდმივად ვითარდებოდნენ უზარმაზარ, ათმეტრიან, მრავალტონიან მტაცებლებად. 100 მილიონი წლის განმავლობაში, მეგალოზავრიდები, ალოზავრიდები, კარქაროდონტოზავრიდები, ნეოვენატორიდები და ტირანოზავრები, უმაღლეს მტაცებლებად ჩამოყალიბდნენ.
დროთა განმავლობაში, დინოზავრები განვითარების ახალ ფაზაში შევიდნენ და უფრო გავრცელდნენ პატარა ბალახისმჭამელები და ფრინველები გამრავალფეროვნებდნენ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა გრძელფეხიანი ფორმები.
დინოზავრების 100 მილიონი წლის ისტორიაში უმნიშვნელო მინიშნება არსებობს, რომ ისინი რადიკალურად განსხვავებულად განვითარდებოდნენ, ასტეროიდი რომ არ ჩარეულიყო. ჩვენ ალბათ მაინც გვეყოლება ის სუპერგიგანტი, გრძელკისერი ბალახისმჭამელები და უზარმაზარი ტირანოზავრის მსგავსი მტაცებლები. მათ, შესაძლოა, ოდნავ უფრო დიდი ტვინი ჰქონოდათ, მაგრამ მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ ისინი გენიოსებად გადაიქცეოდნენ. არც ის არის სავარაუდო, რომ ძუძუმწოვრები გადაასახლებდნენ მათ. დინოზავრებს მონოპოლიზირებულით ჰქონდათ თავიანთ გარემო, როდესაც ასტეროიდი ჩამოვარდა.
როგორი იქნებოდნენ დინოზავრები დღეს, რომ არ გადაშენებულიყვნენ?
გაზიარება: