close
ბიოლოგია

მეცნიერები გადაშენებული ტასმანიური ვეფხვის აღორძინებას აპირებენ

მეცნიერები თითქმის 100 წლის წინ გადაშენებული ტილაცინის, იგივე ტასმანიური ვეფხვის პოპულაციას აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, პროექტს მელბურნის უნივერსიტეტი კომპანი Colossal-თან ერთად ახორციელებს, მისი ბიუჯეტი კი 15 მილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე მეცნიერებმა მუზეუმში შენახული ახალგაზრდა ტილაცინის გენომის სეკვენირება მოახდინეს. მას ცხოველის ყველაზე ახლო ნათესავის გენომსშეადარებენჩანთისებრთა სახეობის მღრღნელს, რომელსაც მსუქანკუდადუნარტი ჰქვია. შემდეგ დუნარტის ღეროვანი უჯრედების გენომს გენური ინჟინერიის გამოყენებით დააკორექტირებენ ისე, რომ ის ტასმანიური ვეფხვის ანალოგიური გახდეს. უჯრედის დაპროგრამების შემდეგ კი დუნარტები ტასმანიური ვეფხვების სუროგატები გახდებიან. პროექტის საბოლოო მიზანი ტასმანიური ვეფხვის ავსტრალიის ველურ ბუნებაში დაბრუნებაა.

ტასმანიური ვეფხვები მტაცებელი ცხოველები იყვნენ და მათი უკანასკნელი წარმომადგენლები ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ბინადრობდნენ. 1800-იან წლებში ევროპელმა კოლონიზატორებმა ეს ცხოველი საქონლის დახოცვაშიდაადანაშაულეს, მათზე ნადირობა დაიწყეს და გადაშენებამდე მიიყვანეს.

უკანასკნელი ტასმანიური ვეფხვი სახელად ბენჯამინი ტასმანიის ზოოპარკში, 1936 წელს მოკვდა. ცოტა ხნით ადრე კი ავსტრალიის მთავრობამ ტილაცინებს, მათი გადარჩენის მიზნით, „დაცული ცხოველების“ სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, ეს გადაშენებული ცხოველის აღორძინების პირველი პროექტი არ არის. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ Colossal-ის სპეციალისტები მამონტების გაცოცხლებაზე მუშაობენ.

გაზიარება:
fb-share-icon0