close
მედიცინა

რა გავლენას ახდენს ჩიფსი ადამიანის ჯანმრთელობაზე

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა გავლენას ახდენს ჩიფსი ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათი თქმით, ის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Eat This, Not That! წერს.

კვლევა 11 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში 21 500 მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს: ერთი ნაწილი ხემსის სახით, ნატურალურ პროდუქტებს იღებდა (მარცვლეული, ხილი და რძის პროდუქტები), მეორე ნაწილი კი „სნექებს“, რომელიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, როგორიცაა, კარტოფილის ჩიფსი.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც აშშ-ის კარდიოლოგიის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკი 57%-ით მეტი სწორედ მონაწილეთა მეორე ჯგუფში დაფიქსირდა.

იმ ჯგუფში, რომელიც ხემსისთვის ჯანსაღ პროდუქტს ირჩევდა, დაბალი იყო არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადების, არამედ კიბოს განვითარების რიკსიც.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ იინგ ლის განმარტებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის ტიპი, არამედ მისი მიღების დროც. კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც სახამლების შემცველ პროდუქტებს მთავარი კვების შემდეგ იღებენ. „თუ თქვენს სადილში დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმია, ამ შემთხვევაში, სადილის შემდეგ მიღებული ჩიფსი სისხლში შაქრის დონის ნორმაში მოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში უშლის ხელს. ეს კი გულსა და სისხლძღარღვებზე დატვირთვას ზრდის“, – განმარტავს პროფესორი.

გაზიარება:
fb-share-icon0