close
გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

მეცნიერებმა სუპერგამტარი მასალა აღმოაჩინეს, რომელმაც ენერგეტიკაში, შესაძლოა, სრული რევოლუცია მოახდინოს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მასალა, რომელმაც შეიძლება მთელი მსოფლიო შეცვალოს.
მკვლევარები ამბობენ, რომ მათ შექმნეს სუპერგამტარი მასალა, რომელიც მუშაობს საკმარისად დაბალ ტემპერატურასა და წნევაზე იმისთვის, რომ პრაქტიკულ სიტუაციებში რეალურად გამოიყენონ.
ახლადაღმოჩენილ მასალას აქვს თვისება, რომელსაც მეცნიერები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებენ : დაამზადონ მასალა, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემა წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია.
ამ აღმოჩენამ შეიძლება მეცნიერები მიიყვანოს ისეთი ელექტრო ქსელების შექმნამდე, რომლებსაც შეუძლიათ შეუფერხებლად გადასცენ ენერგია და დაზოგონ 200 მილიონ მეგავატ საათამდე, რომელიც ამჟამად წინააღმდეგობის გამო იკარგება. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ბირთვულ შერწყმას, დიდი ხნის ნანატრ პროცესს, რომელსაც უზარმაზარი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია.
მასალას, მისი ფერის გამო, “reddmatter” უწოდეს. მეცნიერთა ჯგუფმა მასალა დედამიწის იშვიათი ლითონის ლუტეციუმის წყალბადთან და აზოტის მცირე ნაწილთან შერევით დაამზადა, ამის შემდეგ კი რეაქციისთვის ორი-სამი დღის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე დატოვეს.
ნაერთი ლურჯი ფერის გამოვიდა, მაგრამ შემდეგ მაღალი წნევის წნეხის შედეგად, მიაღწია რა ზეგამტარობას, ის ვარდისფერად გადაიქცა შემდეგ კი მკვეთრი წითელი გახდა.
სამუშაოდ, მასალას ჯერ კიდევ სჭირდება 20,5 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელება და დაახლოებით 145 000 პსი-მდე (ფუნტი კვადრატულ დუიმზე) შეკუმშვა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე სხვა მსგავსი მასალები.
კვლევაში ჩართული მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს იქნება ახალი ეპოქა სუპერგამტარი მასალების პრაქტიკული გამოყენებისთვის.
ახალი მასალი აღწერილია Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0