close
ტექნოლოგიები

ილონ მასკის ტვინის ჩიპების შემქმნელმა კომპანიამ ადამიანებზე კვლევის ჩატარებისთვის თანხმობა მიიღო

ილონ მასკის ტვინის იმპლანტების შემქმნელმა კომპანია Neuralink-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ადამიანებზე კლინიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის თანხმობა მიიღო.
“ეს თანხმობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს საშუალებას მისცემს ჩვენს ტექნოლოგიას, ბევრ ადამიანს დაეხმაროს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
Neuralink-ში ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მეტი ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ უწყებამ Neuralink-ს თავის ტვინის იმპლანტისა და ქირურგიული რობოტის პაციენტებზე ცდების ჩასატარებლად გამოყენების უფლება მისცა.
2016 წელს დაფუძნებულ იმპლანტის კომპანიას, Neuralink-ს, სურს დაეხმაროს ადამიანებს მხედველობისა და მოძრაობის უნარის აღდგენაში ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების გზით. Neuralink იმედოვნებს, რომ მიკროჩიპების გამოყენება მოხდება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დამბლა და სიბრმავე, და დაეხმარება გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კომპიუტერებისა და მობილური ტექნოლოგიების გამოყენებაში.
ჩიპები – რომლებიც მაიმუნებზე უკვე დატესტეს – შექმნილია ტვინში წარმოქმნილი სიგნალების ინტერპრეტაციისთვის და მოწყობილობებზე Bluetooth-ის საშუალებით ინფორმაციის გადასაცემად.
2019 წლის შემდეგ ილონ მასკმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ Neuralink-ი ცდებს ადამიანებზე დაიწყებდა, მაგრამ კომპანიამ შესაბამისი ნებართვის მისაღებად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში მიმართა და მარტში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო, უარი მიიღო.

 

წყარო : reuters.com
bbc.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0