close
ეს საინტერესოა

ჟანგბადის მარაგი რამდენიმე წუთში ამოიწურება – რატომ ვერ პოულობენ დაკარგულ წყალქვეშა ნავს

18 ივნისს, ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ოკეანის ფსკერისკენ დაშვებული ტურისტული წყალქვეშა ნავი — Titan დაიკარგა. კომპანია OceanGate-ის ამ ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება და მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ნავზე 4 დღის სამყოფი ჟანგბადის რაოდენობა იყო და ეს მარაგი უკვე ძალიან მალე, ჩვენი დროით 22 ივნისის 15:08 საათზე ამოიწურება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რამდენიმე ფაქტორი ართულებს. პირველი წყლის სიღრმეა, რომელიც უამრავ გვერდით ეფექტს წარმოშობს. ვიცით, რომ წყლის ზედაპირიდან 1000 მეტრ სიღრმეზე მზის სინათლე სრულად ქრება, რადიკალურად იკლებს ტემპერატურა, იზრდება წნევა და არ მუშაობს ის ტექნოლოგიები, რასაც დედამიწის ზედაპირზე, ან თუნდაც, კოსმოსში ვიყენებთ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი გემის – ტიტანიკის ნარჩენები, რომლის დასათვალიერებლადაც წყალქვეშა ნავს ტურისტები გადაჰყავდა, დაახლოებით, 3 800 მეტრის სიღრმეზე, ოკეანის ფსკერზე მდებარეობს. აქ ყველა ტექნოლოგია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, უძლურია. მაგალითად, Titan-ს არ აქვს GPS გადამცემი, ან რაიმე მსგავსი, რადგან ის ოკეანის სიღრმეში მოგზაურობისთვის შექმნეს.

ამ სიღრმეზე წყალი შთანთქავს ელექტრომაგნიტურ რადიაციას, მათ შორის, სინათლესა და რადიოტალღებს. ეს ნიშნავს, რომ GPS-ის ან რადარის არსებობა მსგავს წყალქვეშა ხომალდზე უსარგებლო ხდება, როგორც კი ის შესაბამის სიღრმეს მიაღწევს.

თუ ასეა, როგორ გადაჰყავდა Titan-ს ტურისტები აქამდე? ეს დამხმარე გემისა და აკუსტიკური სისტემის გამოყენებით ხდებოდა. ასევე, გაგიკვირდებათ და, ის კომპიუტერული თამაშების კონტროლერის დახმარებით იმართება. ეს ახალი პრაქტიკა არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავს გზას აშშ-ის სამხედრო ძალებშიც მიმართავენ.

აკუსტიკური კომუნიკაცია ერთადერთია, რასაც ნავი დამხმარე გემთან დასაკავშირებლად იყენებს, კავშირის ეს გზა გამოუსადეგარი ხდება, თუკი Titan ფსკერზე გაიჭედა ან ვერტიკალური პოზიცია ვერ შეინარჩუნა…

გარდა ამისა, ტიპური წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით (რომლების, საშუალოდ, 300 მეტრის სიღრმეზე დაცურავენ და არა 4000-ის), 9-ტონიან Titan-ს თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. ყოველ შემთხვევაში, წყლის ზედაპირზე ამოსასვლელად. ამისათვის ის დამხმარე გემთან კომუნიკაციას საჭიროებს. ოკეანის ფსკერისკენ მის ყვინთვას ოთხი ელექტროძრავა უწყობს ხელს, ხოლო ამოსაყვინთად მან უნდა მოიშოროს ეს ტვირთი და იტივტივოს ოკეანის ზედაპირისკენ. შესაბამის პლატფორმაზე მიმაგრების შემდეგ კი მას დამხმარე გემი ასწევს.

CBS-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების რეპორტიორი, დევიდ პოგი, რომელმაც Titan-ით გასულ წელს ისარგებლა, ABC-თან საუბარში აღნიშნავს, რომ წყალქვეშა ხომალდის პოვნა ძალიან რთული იქნება, რადგან ის ტიტანიკის ნანგრევებთან ახლოს შეიძლება იყოს. ამას ემატება ისიც, რომ ამ სიღრმეზე ძალიან ცოტა ხომალდს შეუძლია მოგზაურობა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0