close
კვლევები

ალკოჰოლის მცირე რაოდენობას სტრესის მოხსნა შეუძლია – კვლევა

ალკოჰოლის მცირე რაოდენობა ტვინზე და გულზე დადებითად მოქმედებს და სტრესის მოხსნა შეუძლია. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს, რომლის შესახებ მასალას CNN ავრცელებს.

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ალკოჰოლის ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმში სისხლის შემცველობის ცვლილებას ეხებოდა, მაგრამ ახლა დადგინდა, რომ ალკოჰოლი პირდაპირ ტვინზე მოქმედებს.

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს ზომიერად იღებენ -, ერთ პორციაზე ნაკლები ქალებისთვის და 1-დან 2 პორციამდე კაცებისთვის, სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნაკლები რისკი აქვთ, როგორცაა ინფარქტი ან ინსულტი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს საერთოდ არ იღებენ.

ამასთანავე მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, ასე რატომ ხდება. ალკოჰოლი „დადებითი“ ქოლესტერინის რაოდენობას ზრდის, ხოლო მსმელ ადამიანებში წებოვანი ცილის, იგივე ფიბრინოგენის რაოდენობა მცირდება, რაც საშიში თრომბების ფორმირების რისკს ამცირებს.

დოქტორი აჰმედ ტავაკოლი, რომელიც მასაჩუსეტსის საავადმყოფოში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვიზუალიზაციის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანი ენერგიის მოზღვავებამდე, რაც ოდნავ მოგვიანებით ხდება, თავს დამშვიდებულად გრძნობს.

ტავაკოლმა და მისი გუნდის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს შემთხვევაში, რომლებიც კვირაში 1-დან 14 პორციამდე ალკოჰოლს იღებდნენ, გულის შეტევის ან ინსულტის მიღების რისკი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც კვირაში ალკოჰოლის ერთ პორციაზე ნაკლებს იღებდა. ამ ადამიანების ტვინის სკანირებისას დადგინდა, რომ მათ სტრესული რეაქციები ტვინის იმ ნაწილში, რომელიც საფრთხეზე და შიშზეა პასუხისმგებელი, მნიშვნელოვნად იყო დაკლებული.

„ალკოჰოლი გულთან დაკავშირებულ არასასურველ მოვლენებს ორჯერ ამცირებდა“- ამბობს ტავაკოლი

ტავაკოლმა სტრესის ნეირონული ქსელი შეისწავლა, რომელიც ადამიანის ტვინში მდებარეობს. როდესაც ტვინის ეს ნაწილი აღგზნებულია, ნერვულ სისტემაში ირთვება შესაბამისი რეაქციები, რაც არტერიული წნევის მატებას იწვევს. ასევე აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც კორტიზოლს აგროვებს, ორგანიზმს ცხიმის შეგროვების ბრძანებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, დიაბეტის და მაღალი წნევის საფრთხეს ქმნის. ასევე გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც წნევას კიდევ უფრო მაღლა წევს. ყველა ეს ეფექტი ერთობლიობაში ინსულტის და ინფარქტის რისკს ზრდის.

იმ ადამიანების ტვინის სკანირებამ, რომლებსაც ალკოჰოლი არ მიუღიათ, აჩვენა, რომ ტვინის აქტიურობა არ იზრდებოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0