close
მედიცინამსოფლიო

რა არის „დენგეს“ ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ახალ საფრთხეს უქმნის – ჯანმოს გაფრთხილება

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0