close
განათლებასაქართველო

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიგეს. mshoblebi.ge გაგაცნობთ მომავალ სტუდენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:

ნია ჩაჩანიძე სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების, 60 ქულის მიღება შეძლო. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ამბობს, რომ შედეგის მიღწევა შრომისმოყვარეობისა და სისტემატური მუშაობის შედეგია.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო, ნინი აბჟანდაძეა. მან თერჯოლის რაიონში, ახალთერჯოლის საჯარო სკოლა დაამთავრა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.

ბარბარე ფანცხავამ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა დაამთავრა. კომპიუტერულ მეცნიერებებზე გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო და ამბობს, რომ ეს მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0