close
ემიგრანტი

„მაქვს სურვილი, ჩემ მიერ დაგროვებული ცოდნა მოვახმარო ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ – დაჩი ხუციშვილი

განათლების მიღების ამა თუ იმ ეტაპზე ადამიანებს უჩნდებათ შანსები, რომელთასრულყოფაც აბსოლუტურად მათზეა დამოკიდებული და თუ ის პიროვნება სწორადგანავითარებს საკუთარ უნარებს და გამოიყენებს პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას, დამსახურებული წარმატებაც არ დააყოვნებს.

დაჩი ხუციშვილი შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში  ცხოვრობს და მოღვაწეობს. ისინჟინერია, მუშაობს სამოქალაქო ინჟინრად კომპანიაში, რომელსაც ჰქვია RSK ჯგუფი. მისთვისშოტლანდიური ყოველდღიურობა მაგისტრატურის დასრულების შემდგომ განუყოფელი გახდა. სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებით, მან გადადგა ნაბიჯი, რამაც ძალიან საინტერესოშედეგებამდე მიიყვანა. დეტალურად, დაჩიდოქტრინასესაუბრა.

შოტლანდიაში რა მიზნით წახვედით?

მაგისტრატურის დასრულების შემდგომ მომეცა საშუალება, რომ ჩემი კარიერა აქგამეგრძელებინა. ვინაიდან ქართულ კომპანიებში მქონდა გამოცდილება, ძალიან მინდოდა, რომ აქაც მიმეღო ევროპული ცოდნა. ძალიან მაინტერესებდა, მენახა, რა განსხვავებები იყოქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის, როგორ მიმდინარეობდა დამწყები ინჟინრისგადასვლა სხვადასხვა საფეხურზე  და რას სთავაზობდა კომპანია მასთან მომუშავე ადამიანს. აგრეთვე, მინდოდა, მემუშავა საერთაშორისო კომპანიაში, რაც მომცემდა შესაძლებლობას, მემუშავა საერთაშორისო პროექტებზე და ასე მივიღებდი დიდ ცოდნასა და გამოცდილებას, შევიძენდი ბევრ კონტაქტს.

თქვენს გეგმებში სამშობლოში დაბრუნება თუ შედის?

დიახ, აუცილებლად ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. მინდა, გავაგრძელო საკუთარითავის განვითარება. მაქვს სურვილი, ჩემ მიერ დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება დაურთიერთობები გადავცე სხვა ადამიანებსაც. აგრეთვე, მოვახმარო ის, უპირველესად, ჩვენიქვეყნის განვითარებას.

გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევები გაქვთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაცსაზღვარგარეთ სურთ საკუთარი თავის რეალიზება?

ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. ასე ისინი მიიღებენ ძალიან დიდცოდნას, ბევრ უნარჩვევას, რაც მათ დაეხმარება ცხოვრებაში. იქნება გარკვეული ეტაპები, რაცმათ ძალიან გაუჭირდებათ უცხო ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი  გადალახავენ, თითქოს ყველაკარი გაიღება. ეს წვალება ნამდვილად ღირს მოსალოდნელი შედეგის სანაცვლოდ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0