ლაბორატორიაში შექმნილ ხორცს შეიძლება ქოშერი და ჰალალი ეწოდოს, ვინაიდან მისი უჯრედები მიიღება რელიგიური სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
ეს მოსაზრებები იმ კომპანიების გამარჯვებაა, რომლებიც ხორცს ლაბორატორიულად აწარმოებენ, რადგან ნიშნავს, რომ იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრებმა, შეიძლება, ერთ დღეს მათი პროდუქტები მოიხმარონ.
„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ კულტივირებული ხორცი ნამდვილ გამოსავალად ვაქციოთ“, – განაცდხადა GOOD Meat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოშ ტეტრიკმა.
კულტივირებული ხორცი ამჟამად მხოლოდ მცირე რაოდენობით იყიდება შეერთებულ შტატებსა და სინგაპურში, მაგრამ კომპანიები იმედოვნებენ, რომ კერძო და საჯარო ინვესტორები სექტორს დააფინანსებენ საკმარისად იმისთვის, რომ გააფართოვონ წარმოება და შეცვალონ კვების რეჟიმი მთელს მსოფლიოში.
კულტივირებული ხორცი მიიღება ცხოველური უჯრედების ნიმუშიდან, რომლებიც იკვებება საკვები ნივთიერებებით და იზრდება ფოლადის ჭურჭელში.
ახალბედა კომპანიები იმედოვნებენ, რომ მათი პროდუქტი მოეწონებათ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს.
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლურმა კავშირმა (OU), ქოშერის სერტიფიცირების უმსხვილესმა სააგენტომ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ისრაელის კომპანია SuperMeat-ის მიერ წარმოებული კულტივირებული ქათამი აკმაყოფილებს მის სტანდარტებს, რადგან ქათმის უჯრედები არ იკვებებოდა ცხოველური ინგრედიენტებით და გამოიყვანებოდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან სისხლის ლაქების გაჩენამდე.
წყარო : Reuters
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“