close
კვლევები

კვლევა: 2070 წლისთვის 3 მილიარდი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში იცხოვრებს

ევროპელი, ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, 2070 წლისთვის 3 მილიარდი ადამიანის საცხოვრებელ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა გაუსაძლისამდე გაიზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ უახლოეს მომავალში სათბურის გაზების დონე არ შემცირდება, უამრავ ადამიანს 29 გრადუსზე მაღალ საშუალო ტემპერატურის პირობებში მოუწევს ცხოვრება. შედეგის მისაღებად სპეციალისტებმა გაეროს პლანეტის მოსახლეობის ზრდის პროგნოზი და გლობალური დათბობის განვითარების მოდელები გამოიყენეს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანების უმეტესობა ვიწრო კლიმატურ სივრცეებში ცხოვრობს, სადაც საშუალო ტემპერატურა 11-15C გრადუსს შეადგენს. შედარებით მცირე ნაწილის ბინადრობის არეალში საშუალო ტემპერატურა 20-25C გრადუსია. ადამიანები ასეთ პირობებში ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ, თუმცა, გლობალური დათბობის გამო უამრავი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი ამ „კლიმატურ ნიშებს“ გასცდება.

ცვლილებები შეეხება ჩრდილოეთ ავსტრალიას, ინდოეთს, აფრიკას, სამხრეთ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0