ბრაზილიაში, ამაზონის ტყის მდინარეებში ბოლო 121 წლის განმავლობაში წყლის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ამის მიზეზი რეკორდული გვალვაა, რომელმაც გავლენა იქონია ათასობით ადამიანზე და ჯუნგლების ეკოსისტემა დააზიანა.
მაგალითად, ქალაქ მანაუში, მდინარეების რიო ნეგრო და ამაზონი შერწყმის ადგილას, წყლის დონე 13,59 მეტრზე დაფიქსირდა, როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 17, 60 მეტრი იყო. მდინარეებში წყლის დონის ვარდნის გამო დარღვეულია ამაზონში წყლის ტრანსპორტის მიმოსვლა, რის გამოც შორეულ სოფლებში საკვებისა და წყლის მიწოდების ჯაჭვი დაირღვა. ამასთან, წყლის მაღალი ტემპერატურის გამო 100-ზე მეტი მდინარის დელფინი დაიხოცა.
ბრაზილიის მეცნიერების სამინისტრო მომხდარში კლიმატურ ფენომენ ელ ნინიოს ადანაშაულებს, რომელიც გლობალურად ექსტრემალურ ამინდს იწვევს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”