close
არქეოლოგია

ჩინეთში არქეოლოგებმა განძით სავსე ძველი ქალაქი აღმოაჩინეს

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის დაკარგული ქალაქი, რომელშიც სულ მცირე 9 ელიტური აკლდამა არის შემორჩენილი. ამის შესახებ Live Science-ი წერს.

შანის დინასტიის პერიოდის აკლდამებში არქეოლოგებმა იპოვეს ნეფრიტის ძვირფასი ნაკეთობები, მოხატული კერამიკა და 3000 წლის წინანდელი სასმისები.

ერთ-ერთ აკლდამაში აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ეტლის ნაწილი. სულ აკლდამებში 200-მდე არტეფაქტი იპოვეს.

სავარაუდოდ, 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ძველი ქალაქი ცალკე სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელსაც შანის დინასტიამ დაპყრობის შემდეგ ხარკის გადახდა დააკისრა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0