თანამედროვე მოზარდების მეოთხედი სმარტფონზეა დამოკიდებული: ისინი დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ სიმპტომებს ავლენენ, როდესაც სმარტფონზე მუდმივი წვდომა არა აქვთ. ამ შემთხვევაში მოზარდები ღიზიანდებიან და ეწყაბათ პანიკა. გარდა ამისა, მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ტელეფონზე დახარჯული დროის გაკონტროლება.
როგორც BBC წერს, ამ დასკვნამდე ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
მათი განმარტებით, სმარტფონების უკონტროლო გამოყენება მოზარდებში სტრესსა და დეპრესიულ აშლილობას იწვევს, ასევე შესაძლოა ძილის უკმარისობისა და დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი გახდეს.
მოხსენებაში, რომელიც სამედიცინო გამოცემა BMC Psychiatry-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა 41 კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც საბოლოო ჯამში, 42 000 მოზარდი მონაწილეობდა. ახალგაზრდების 23%-ს სმარტფონზე დამოკიდებულება აღმოაჩნდა.
სმარტფონები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი 2011 წლიდან გახდა, მას შემდეგ მისი გამოყენება მხოლოდ იზრდება. როგორც BMC Psychiatry წერს, ბავშვები პირად მობილურ ტელეფონს ხშირად 11 წლის ასაკში ღებულობენ.
მოხსენების თანახმად, სმარტფონზე დამოკიდებულებისგან 17-დან 19 წლამდე ასაკის გოგოები უფრო იტანჯებიან, ვიდრე ბიჭები. ასეთია 17-დან 13 კვლევის შედეგები.
ამასთან, გოგოები უფრო მეტად სოციალურ ქსელებზე არიან დამოკიდებულები, ბიჭები კი ძირითადად თამაშებზე ხარჯავენ დიდ დროს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”