შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. ამის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით MedicalXpress-ი წერს.
სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას, ექსპერიმენტში კი 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.
პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები. მეცნიერების თქმით, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: