close
ტექნოლოგიები

იაპონიაში, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სინთეზის რეაქტორი ამუშავდა

იაპონიაში მსოფლიოში უდიდესი ექსპერიმენტული ბირთვული სინთეზის რეაქტორი აამუშავეს. ეს ტექნოლოგია ჯერ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორედ ის იქნება მომავალში კაცობრიობის ენერგეტიკულ საჭიროებათა დაკმაყოფილების ძირითადი წყარო.

 

მსგავსი: დიდი გარღვევა მეცნიერებაში — ბირთვული სინთეზით გახარჯულზე მეტი ენერგია მიიღეს, რაც შეიძლება, უსაზღვრო ენერგიის წყარო გახდეს #1tvმეცნიერება
ბირთვული სინთეზი განსხვავდება ბირთვული დაშლისგან, რომელსაც ამჟამად იყენებენ ატომურ ელექტროსადგურებში. ერთი ატომბირთვის დაშლის ნაცვლად, ის ორ ატომბირთვს ურწყავს ერთმანეთს.

რეაქტორ JT-60SA-ის მიზანია, შეამოწმოს სინთეზის, როგორც უსაფრთხო, ფართომასშტაბიანი და ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის წყაროს გამოსადეგობა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მის საწარმოებლად ხარჯავს.

ექვსსართულიანი შენობის სიმაღლის დანადგარი ტოკიოს ჩრდილოეთით არის განთავსებული და შედგება დონატის ფორმის „ტოკამაკისგან“, რომელშიც პლაზმა 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება.

წარმოადგენს ევროკავშირისა და იაპონიის ერთობლივ პროექტს; კიდევ ერთი ასეთი პროექტი, სახელად საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორი (ITER) ამჟამად საფრანგეთში შენდება.

ორივე პროექტის საბოლოო მიზანია წყალბადის ბირთვების შერწყმა ერთ უფრო მძიმე ელემენტად, ჰელიუმად, რა დროსაც გამოიყოფა ენერგია სინათლისა და სითბოს სახით — ახდენს იმ პროცესის მიბაძვას, რაც მზეში მიმდინარეობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0