close
არქეოლოგია

დორსეტში პლიოზავრის თავისქალა აღმოაჩინეს

ინგლისში, დორსეტი სანაპიროსთან პლიოზავრი თავისქალა აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პლიოზავრი ზღვის ბინადარი მტაცებელი რეპტილია იყო, პლიოზავრს 130 კბილი ჰქონდა. ცხოველის სიმაღლე კი 10-12 მეტრს შეადგენდა. ეს კონკრეტული ნამარხი ნაშთი კი 150 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ეკუთვნის. თავისქალა, რომლის სიგრძეც 2 მეტრს აღემატება, ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე სრული ნიმუშია და მეცნიერებს ამ უძველესი მტაცებლის შესახებ ახალ დეტალებს აწვდის.

„ეს საკმარისად დიდი ცხოველი იყო იმისთვის, რომ ეფექტიანად ენადირა ყველაზე, ვინც სამწუხაროდ წყალქვეშ მის ტერიტორიაზე ხვდებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ერთგვარი წყალქვეშა ტირანოზავრი იყო“, – ამბობს დოქტორი ანდრე როვი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან.

ეს აღმოჩენა ცნობილი ნატურალისტის, სერ დევვიდ ატენბოროს სპეციალურ ფილმშიც შევიდა, რომელიც BBC-ს ეთერში საახალწლოდ გავა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0