close
ეს საინტერესოა

დაამონტაჟეს კამერა, რომელიც ათასი წლის განმავლობაში ერთ ფოტოს გადაიღებს

არიზონას უნივერსიტეტის ფილოსოფოსმა ათასწლეულის კამერა დაამონტაჟა. ეს მოწყობილობაა, რომელიც ქალაქ ტუსონის ერთ კადრს ათასი წლის განმავლობაში გადაიღებს.

შემქმნელი ჯონატონ კიტსი ამბობს, რომ მას სურს ადამიანები კაცობრიობის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე უფრო ღრმად დააფიქროს. ის ფიქრობს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი საზოგაოება 31-ე საუკუნეში.

“ადამიანთა უმეტესობას მომავალზე საკმაოდ ბუნდოვანი ხედვა აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს ფანტაზია და შევიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნება მომავალი. კონკრტულ შემთხვევაში კი ტუსონის მომავალი”, — თქვაკიტსმა.

ფოტო: Chris Richards/University Communications

კამერა ფოლადის ბოძისა და მის თავზე დაყენებული სპილენძის ცილინდრისგან შედგება. როდესაც სინათლე ცილინდრში ხვდება, ის 24-კარატიანი ოქროს თხელი ფურცლის ქინძისთავის ზომის ხვრელში გადის, შემდეგ კი ეცემა ზედაპირს. ზედაპირი ზეთის საღებავის პიგმენტითაა დამუშავებული, რომელსაც ვარდის ენდროთია ეწოდება.

ტუმამოკის გორაზე საფეხმავლო ბილიკის მახლობლად, კამერაზე შეტყობინება შეგხვდევათ, რომელიც გამვლელებს მომავალზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

როდესაც სურათი საბოლოოდ გამომჟღავნდება, ლანდშაფტის ყველაზე სტატიკური ნაწილები იქნება შედარებით მკაფიო, ხოლო რეგულარულად ცვალებადი ადგილების ფორმები უფრო ჩრდილისებრი.

სავარაუდოა, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი ეფექტურად იქნება აღბეჭდილი, ხოლო კადრში შენობების რაოდენობა და დიზაინი შეიცვლება საუკუნეების განმავლობაში.

როგორი იქნება სამყარო ათასი წლის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ეს საინტერესო სააზროვნო ექსპერიმენტია. თუ ათასწლეულით უკან გავიხედავთ, დავინახავთ შუა საუკუნეებს. ეს ის დროა, როდესაც ადამიანი ხმლებითა და ცულებით იბრძვის.

კიდევ ერთი ათასი წლის შემდეგ, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და მრავალი სხვა ფაქტორი უდავოდ ძირეულად შეცვლის პლანეტას. ცალსახაა, გარემო და ხედი, რომელსაც ახლა ყოველ დილით ფანჯრიდან ვხედავთ, კარდინალურად შეიცვლება.

კიტსი აღიარებს, რომ არსებობს “ბევრი მიზეზი”, რის გამოც ათასწლეულის კამერამ შეიძლება ვერ გაძლოს. მსგავსი კამერა აქამდე არავის შეუქმნია, თუმცა მიზანი ერთია, კამერამ 3023 წელს ათასწლეულის ფოტო უნდა გაამჟღავნოს..

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0