close
არქეოლოგია

ირანში უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს💄

არქეოლოგებმა 2001 წელს ირანში აღმოჩენილი ძველი ფლაკონის შიგთავსი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მასში უძველესი ტუჩსაცხი ინახებოდა. სტატია ამ კვლევის შესახებ ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.

არსებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯიროფტში აღმოჩენილი არტეფაქტი დღეს ჩვენთვის ცნობილი უძველესი ტუჩსაცხია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0