close
მედიცინამსოფლიო

ჯანმო – ფრინველის გრიპის ადამიანებში მზარდი გავრცელება შემაშფოთებელია – მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შემუშავების მიზნით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა H5N1 ფრინველის გრიპის მზარდი გავრცელების გამო ახალ სახეობებზე, მათ შორის ადამიანებზე, რომლებსაც სიკვდილიანობის “არაჩვეულებრივად მაღალი” მაჩვენებელი აქვთ.
”ვფიქრობ, ეს უზარმაზარ შეშფოთებას იწვევს”, – განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა ჯერემი ფარარმა ჟურნალისტებს.
ფრინველის გრიპის ამჟამინდელი აფეთქება 2020 წელს დაიწყო და ათობით მილიონი ფრინველის დაღუპვა გამოიწვია, დაინფიცირდნენ გარეული ფრინველებიც, ასევე ხმელეთისა და ზღვის ძუძუმწოვრები.
აღსანიშნავია, რომ ამ სიას ცოტა ხნის წინ ძროხები და თხებიც შეუერთდნენ, რამაც სპეციალისტების გაკვირვება გამოიწვია, რადგან მანამდე ისინი ამ ტიპის გრიპის მიმართ მგრძნობიარეებად არ მიიჩნეოდნენ.
„A (H5N1) შტამი გლობალური ზოონოზური ცხოველების პანდემია გახდა“, – აღნიშნაფარარმა.
მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვირუსი ვითარდება და ადამიანების დაინფიცირების უნარს იძენს, შემდეგ კი, შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანზეგადაცემაც დაიწყოს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ A(H5N1) ტიპის გრიპის ვირუსი  ადამიანებს შორის ვრცელდება.
ამასთან, ჯერემი ფარარის განმარტებით, ასობით შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ცხოველებთან კონტაქტის შედეგადდაინფიცირდნენ, “სიკვდილობის მაჩვენებელი არაჩვეულებრივად მაღალია”, თქვა ფარარმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წლიდან მიმდინარესწლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, მსოფლიოს 23 ქვეყანაში, ადამიანების დაინფიცირების 889 შემთხვევიდან 463ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 52 პროცენტი შეადგინა.
ჯერემი ფარარმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა H5N1-ის ვირუსისვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შემუშავების მიზნით და დასძინა, რომ აუცილებელია, რეგიონულ და ეროვნულ ჯანდაცვის ორგანოებს მთელ მსოფლიოში ვირუსის დიაგნოსტიკის საშუალება ჰქონდეთ.
მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ თუ H5N1 ვირუსი ადამიანებიდან ადამიანებზე გადასვლას დაიწყებს, მსოფლიო „მყისიერი რეაგირების პოზიციაში“ იყოს. ფარარის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინებზე, თერაპიულ საშუალებებსა და დიაგნოსტიკაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არსებობდეს.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0