დეპრესიის უკეთ მკურნალობისა და პრევენციისთვის საჭიროა მეტი გავიგოთ ტვინისა და სხეულის შესახებ, რომელშიც ის ჩნდება.
საინტერესოა, რომ რამდენიმე კვლევამ გამოავლინა კავშირი დეპრესიის სიმპტომებსა და სხეულის ტემპერატურას შორის.
მკვლევარებმა, რომლებსაც კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს (UCSF) ჯგუფი ხელმძღვანელობდა, გააანალიზეს შვიდი თვის განმავლობაში შეგროვებული 20,880 ადამიანის მონაცემები, რამაც დაადასტურა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ.
კვლევაში მონაწილეობა 106 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, მაგრამ ეს არ არის საკარისი იმის საჩვენებლად, რომ სხეულის მაღალი ტემპერატურა დეპრესიას იწვევს, ან დეპრესია იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას. მიუხედავად ამისა, ჩნდება ვარაუდი, რომ არსებობს კავშირი, რომელიც გამოკვლევას იმსახურებს.
მკვლევარების თქმით, შესაძლოა, კავშირის ბევრი მიზეზი არსებობდეს. შესაძლოა, დეპრესია დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ პროცესებთან, რაც წარმოქმნის დამატებით სითბოს, შესაძლოა, მიზეზი იყოს ფსიქიკური სტრესი ან გაღიზიანება, რომელიც გავლენას ახდენს როგორც სხეულის ტემპერატურაზე, ასევე დეპრესიის სიმპტომებზე. ეს არის ის, რაც მომავალმა კვლევებმა შეიძლება შეისწავლოს. ამ დროისთვის ჩვენ ვიცით, რომ დეპრესია რთული და მრავალმხრივი მდგომარეობაა, მრავალი განსხვავებული გამომწვევი ფაქტორით და შესაძლოა, სხეულის ტემპერატურა გარკვეულ როლს თამაშობდეს. კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ დეპრესიის სიმპტომების გამწვავებასთან ერთად, სხეულის საშუალო ტემპერატურა გაიზარდა.
იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანების დაახლოებით 5 პროცენტი ფიქრობს, რომ დეპრესიითცხოვრობს, მისი გაგებისა და ეფექტური მკურნალობის მცდელობები ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა. ყოველ ახალ აღმოჩენასპრობლემის გადასაჭრის უფრო მეტი იმედი მოაქვს.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”