close
კვლევები

კვლევა – უძველესი ადამიანები სანადირო ხის იარაღებს 300 000 წლის წინ ქმნიდნენ

ახალი  ტექნიკა ცხადყოფს, რომ ადამიანები კომპლექსურ სანადირო იარაღს ხისგან ჯერ კიდევ 300 000 წლის წინ ამზადებდნენ, რაც თავდაყირა აყენებს ქვის ხანის სტერეოტიპს.
არქეოლოგები ადრე ეჭვობდნენ, რომ ადამიანები ხის იარაღებს იყენებდნენ სულ მცირე იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენ ხანსაც ქვისას, მაგრამ ხის უფრო მყიფე ბუნების გამო, მტკიცებულებების უმეტესობა დალპა. გერმანიაში, შენინგენში 3D მიკროსკოპისა და მიკრო-CT სკანერების გამოყენებით 187 ხის არტეფაქტის შემოწმებით, ეს ეჭვი ქვემო საქსონიის კულტურული მემკვიდრეობის ოფისის არქეოლოგმა დირკ ლედერმა და მისმა კოლეგებმა დაადასტურეს.
“ხე იყო გადამწყვეტი ნედლეული ადამიანის ევოლუციისთვის, მაგრამ ასეთი მაღალი ხარისხითპალეოლითის პერიოდიდან მხოლოდ შენინგენშია შემორჩენილი “, – განმარტავს გოტინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი, თომას ტერბერგერი.
ხის არტეფაქტების ამ საწყობში, პლეისტოცენიდან იყო (დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქა, რომელიც დაიწყო 2,588 მლნ. წლის წინათ და დამთავრდა 11,7 ათ. წლის წინ) მინიმუმ 10 შუბი, შვიდი სასროლი ჯოხი და 35 საშინაო იარაღი.  ყველა მათგანი ხისგან იყო მოჩუქურთმებული. ხელსაწყოებმა აჩვენა რამდენიმე ისეთი ტექნიკის გამოყენების აშკარა მტკიცებულება, რომელსაც,მანამდე არსებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ თანამედროვე ადამიანები იყენებდნენ.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს გადამუშავების მტკიცებულებები – გატეხილ, ან დაბლაგვებულ ინსტრუმენტებს სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
„კვლევა იძლევა უნიკალურ შეხედულებებს პლეისტოცენის პერიოდის ხის დამუშავების ტექნიკის შესახებ. შენინგენში აღმოჩენილი ხის სანადირო იარაღი ასახავს ტექნოლოგიური სირთულის, ადამიანის ქცევისა და ადამიანის ევოლუციის ურთიერთკავშირს“, – აცხადებენ მკვლევარები.
მათი კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0