close
არქეოლოგია

არქეოლოგებმა 16 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური დელფინის ნამარხი აღმოაჩინეს

ამა­ზონ­ში უძ­ვე­ლე­სი გი­გან­ტუ­რი დელ­ფი­ნის ნა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა სა­ხე­ო­ბას Pebanista yacuruna უწო­დეს. იგი 16 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, ამა­ზო­ნის მტკნა­რი წყლის ტბა­ში ცხოვ­რობ­და და სიგ­რძე­ში 3.5 მეტ­რი იყო. ეს არ­სე­ბა აქამ­დე მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ლე­გენ­დებ­ში “არ­სე­ბობ­და”. მისი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბი არი­ან.

აღ­მო­ჩე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ ის მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას დელ­ფი­ნე­ბის ევო­ლუ­ცი­ის მხრი­ვაც იქ­ცევს: პა­ლე­ონ­ტო­ლო­გე­ბის თქმით, თა­ნა­მედ­რო­ვე მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბის წი­ნაპ­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ოკე­ა­ნე­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-6 მი­ლი­ო­ნი წლის წინ. ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის წი­ნაპ­რე­ბი პრო­ტო-ამა­ზო­ნი­ის მტკნა­რი წყლის ეკო­სის­ტე­მებ­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც მტა­ცე­ბე­ლი უხ­ვად იყო.

იმის გამო, რომ ვე­შა­პი­სებრთა ორი­ვე ჯგუ­ფი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მდი­ნა­რი­სა და ტბის ეკო­სის­ტე­მებ­ში გა­იქ­ცა – საკ­ვე­ბის­თვის ნაკ­ლებ კონ­კუ­რენ­ცი­ას ეძებ­და. ამა­ზო­ნის მტკნა­რი წყლის ეს გა­რე­მო საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­და­რი და სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ ნი­ან­გე­ბი, კუ­ე­ბი და თევ­ზე­ბი, ისე­ვე რო­გორც ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ზარ­მა­ცე­ბი, მღრღნე­ლე­ბი, ჩლი­ქოს­ნე­ბი და პრი­მა­ტე­ბი. ეს სის­ტე­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ამა­ზო­ნად და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბამ მტა­ცებ­ლებ­ზე იმოქ­მე­და და სა­ბო­ლო­ოდ ეს უზარ­მა­ზა­რი დელ­ფი­ნიც გა­და­შენ­და.

„ვფიქ­რობ, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი აღ­მო­ჩე­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში გვხვდე­ბა მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბის ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა ოდონ­ტო­ცე­ტე­ბის (კბი­ლი­ა­ნი ვე­შა­პე­ბის) სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ჯგუფს“, – თქვა ხორ­ხე ვე­ლეს-ჯუ­არ­ბემ, ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ასო­ცი­რე­ბულ­მა კუ­რა­ტორ­მა Natural-ში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0