close
მედიცინა

მსოფლიოში მე-7 პაციენტი გამოცხადდა შიდსისგან განკურნებულად

60 წლის გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აივ ინ­ფექ­ცი­ის­გან (შიდსის­გან) სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა, რაც ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო შე­დე­გია, რო­მელ­საც მის გარ­და ჯერ მხო­ლოდ ექ­ვსმა ადა­მი­ან­მა მი­აღ­წია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კაცს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს, რო­მე­ლიც ადრე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა, მას შემ­დეგ, რაც მას ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და – სის­ხლის კი­ბოს ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა.

კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა სა­რის­კოა, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რი რჩე­ბა, ახლა ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

მის­მა ექი­მებ­მა მას “შემ­დე­გი ბერ­ლი­ნის პა­ცი­ენ­ტი” უწო­დეს – პირ­ვე­ლი ტი­მო­თი რეი ბრა­უ­ნი იყო, რო­მე­ლიც შიდსის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლად 2008 წელს, იმა­ვე პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და.

რეი ბრა­უ­ნი

 

ბრა­უ­ნი კი­ბო­თი 2020 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო ახა­ლი შემ­თხვე­ვა შიდსის 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის წინ გა­მო­ცხად­და, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ კვი­რას, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

პა­ცი­ენტს აივ-ის დი­აგ­ნო­ზი 2009 წელს და­უს­ვეს. ლე­ი­კე­მი­ის გამო ძვლის ტვი­ნი მა­მა­კაცს 2015 წელს გა­და­უ­ნერ­გეს. პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­საც ლე­ტა­ლო­ბის 10-პრო­ცენ­ტი­ა­ნი რის­კი აქვს, არ­სე­ბი­თად, ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას ანაც­ვლებს.

2018 წლის ბო­ლოს მან ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა, რომ­ლე­ბიც სის­ხლში აივ ინ­ფექ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბას ამ­ცი­რე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო მკვლე­ვა­რე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქმის ექ­ვსი წლის შემ­დეგ, ის, რო­გორც აივ-ის­გან, ასე­ვე კი­ბოს­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ექიმ­მა-მკვლე­ვარ­მა ბერ­ლი­ნის შა­რი­ტეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, კრის­ტი­ან გე­იბ­ლერ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ გუნ­დი ვერ იქ­ნე­ბა “აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი”, რომ აივ-ის ყვე­ლა კვა­ლი აღ­მო­ფხვრი­ლია, მაგ­რამ “პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა ძლი­ერ მი­ა­ნიშ­ნებს აივ-ის გან­კურ­ნე­ბა­ზე”.

“ის თავს კარ­გად გრძნობს და ენ­თუ­ზი­აზ­მით არის გან­წყო­ბი­ლი ჩვენს კვლე­ვით ძა­ლის­ხმე­ვა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნის მი­მართ”, – გა­ნა­ცხა­და გე­იბ­ლერ­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო შიდსის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, შე­რონ ლე­ვინ­მაგა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ვა­რე­ბი სი­ტყვა “გან­კურ­ნე­ბის” გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ყოყ­მა­ნო­ბენ, რად­გან არ არის ზუს­ტად დად­გე­ნი­ლი, რამ­დენ ხანს უნდა ადევ­ნონ თვალ­ყუ­რი ასეთ შემ­თხვე­ვებს.

მაგ­რამ, მისი გან­ცხა­დე­ბით, ხუთ წელ­ზე მეტ ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი რე­მი­სია ნიშ­ნავს, რომ მა­მა­კა­ცი გან­კურ­ნე­ბუ­ლად ჩათ­ვლას­თან “ახ­ლოს არის”.

მი­სი­ვე თქმით, ამ მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­სა და სხვა აივ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის, რომ­ლებ­მაც გრძელ­ვა­დი­ან რე­მი­სი­ას მი­აღ­წი­ეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბაა.

ერ­თის გარ­და ყვე­ლა სხვა პა­ცი­ენ­ტმა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ისე­თი დო­ნო­რე­ბის­გან მი­ი­ღეს, რო­მელ­თაც იშ­ვი­ა­თი მუ­ტა­ცია ჰქონ­დათ – მათ CCR5 გენს აკ­ლდა ერთი ნა­წი­ლი, რაც მათი სხე­უ­ლის უჯრე­დებ­ში აივ-ის შეს­ვლას ბლო­კავ­და.

ლე­ვინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ დო­ნო­რებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მუ­ტი­რე­ბუ­ლი CCR5 გე­ნის ორი ასლი – თითო თი­თო­ე­უ­ლი მშობ­ლის­გან – რაც მათ აივ-ის მი­მართ “არ­სე­ბი­თად იმუ­ნურს“ ხდი­და.

მაგ­რამ ახა­ლი “ბერ­ლი­ნის პა­ცი­ენ­ტი” პირ­ვე­ლია, ვი­საც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ისე­თი დო­ნო­რის­გან გა­და­ე­ნერ­გა, რო­მელ­საც მუ­ტი­რე­ბუ­ლი გე­ნის მხო­ლოდ ერთი ასლი ჰქონ­და მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი.

ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­შო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15 პრო­ცენტს ერთი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ასლი აქვს, ორი კი – 1%-ს.

რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, უახ­ლე­სი წარ­მა­ტე­ბა ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში პო­ტენ­ცი­უ­რი დო­ნო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა.

ლე­ვი­ნის თქმით, ახა­ლი შემ­თხვე­ვა ასე­ვე “იმე­დის მომ­ცე­მია” აივ-ის გან­კურ­ნე­ბის უფრო ფარ­თო კვლე­ვის­თვის, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის იმოქ­მე­დებს.

“იმი­ტომ, რომ ეს მი­უ­თი­თებს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, იმის­თვის, რომ გე­ნურ­მა თე­რა­პი­ამ იმუ­შა­ვოს, CCR5-ის ყვე­ლა ნა­წი­ლის მო­შო­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის”, – და­ა­მა­ტა მან.

“ჟე­ნე­ვის პა­ცი­ენ­ტი”, რომ­ლის შემ­თხვე­ვაც შარ­შან­დელ შიდსის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მო­ცხად­და, შვიდს შო­რის მე­ო­რე გა­მო­ნაკ­ლი­სია. მან ტრან­სპლან­ტი მი­ი­ღო დო­ნო­რის­გან CCR5 მუ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მა­ინც მი­აღ­წია გრძელ­ვა­დი­ან რე­მი­სი­ას.

ლე­ვი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ამან აჩ­ვე­ნა, რომ პრო­ცე­დუ­რის ეფექ­ტუ­რო­ბა CCR5 გენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბრა­უნს, პირ­ველ “გან­კურ­ნე­ბულ” პა­ცი­ენტს, აივ-ის დი­აგ­ნო­ზი 1995 წელს, ბერ­ლინ­ში სწავ­ლის დროს და­უს­ვეს.

ათი წლის შემ­დეგ მას ლე­ი­კე­მი­აც და­უდ­გინ­და, კიბო, რო­მე­ლიც სის­ხლსა და ძვლის ტვინს აზი­ა­ნებს.

მისი ლე­ი­კე­მი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, მის­მა ექიმ­მა ბერ­ლი­ნის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­მარ­თა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვას დო­ნო­რის­გან, რო­მელ­საც ჰქონ­და იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცია, რა­მაც მას აივ-ის მი­მართ ბუ­ნებ­რი­ვი რე­ზის­ტენ­ტო­ბა მის­ცა, იმე­დოვ­ნებ­და რა, რომ ეს ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბას მოს­პობ­და.

სა­ჭი­რო გახ­და ორი მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ში­ში პრო­ცე­დუ­რა, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბა დად­გა: 2008 წელს ბრა­უ­ნი ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ცხად­და, და მას სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მისი ანო­ნი­მუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად “ბერ­ლი­ნის პა­ცი­ენ­ტი” უწო­დეს.

ორი წლის შემ­დეგ მან სი­ჩუ­მე და­არ­ღვია და სა­ჯა­რო ფი­გუ­რა გახ­და, ატა­რებ­და გა­მოს­ვლებს, იძ­ლე­ო­და ინ­ტერ­ვი­უ­ებს და სა­კუ­თა­რი ფონ­დიც და­ა­არ­სა.

“ცო­ცხა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვარ, რომ შე­იძ­ლე­ბა, შიდსის გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს”, – თქვა მან 2012 წელს, – “შე­სა­ნიშ­ნა­ვია, როცა აივ-ის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბი”.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აივ-ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მისი კიბო დაბ­რუნ­და.

ბრა­უ­ნის გან­კურ­ნე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ, მე­ო­რე აივ-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი – სა­ხელ­წო­დე­ბით “ლონ­დო­ნის პა­ცი­ენ­ტი” – რე­მი­სი­ა­ში მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლი­დან 19 თვის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და.

პა­ცი­ენ­ტი ადამ კას­ტილე­ხო, ამ­ჟა­მად აივ-ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან “დი­უ­სელ­დორ­ფის პა­ცი­ენ­ტი” 2023 წელს, “ნიუ-იორ­კის პა­ცი­ენ­ტი” 2022 წელს, “ეს­პე­რან­ზას პა­ცი­ენ­ტი” 2021 წელს და ლო­რენ უი­ლენ­ბერ­გი 2020 წელს.

სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, “ეს­პე­რან­ზას პა­ცი­ენ­ტი­სა” და უი­ლენ­ბერ­გის შემ­თხვე­ვებ­ში, მათ­მა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მებ­მა მათი სხე­უ­ლე­ბი­დან ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად მო­ა­შო­რეს.

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0