close
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

SpaceX-ის კაფსული, რომლითაც კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები დედამიწაზე უნდა დაბრუნდნენ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის კაფსულმა ჩააღწია, რომლითაც კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდებიან.

კაფსულმა Dragon სტარტი ფლორიდაში, კანავერალის კონცხიდან აიღო. ბორტზე NASA-ს ასტრონავტი ნიკო ჰეიგი და რუსი კოსმონავტი ალექსანდრ გორბუბნოვი იმყოფებოდნენ. ჰეიგი და გორბუნოვი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს შეუერთდნენ, შემდეგ კი დედამიწაზე ბუტჩ უილმორსა და სუნი უილიამსს ჩამოიყვანენ.

ეს ორი ასტრონავტი კოსმოსურ სადგურზე Boeing-ის „სტარლაინერით“, 8-დღიანი მისიით ჯერ კიდევ ივნისში ჩაფრინდა. მაგრამ აპარატის ტექნიკური პრობლემების გამო მათ სადგურზე დარჩენა მოუწიათ. სავარაუდოდ, ასტრონავტები დედამიწაზე მხოლოდ თებერვალში დაბრუნდებიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0