close
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

შესაძლებელია, ბირთვულმა ბომბმა დედამიწა ასტეროიდთან შეჯახებისგან იხსნას — კვლევა

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ ოდესმე დედამიწას ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა, ბირთვულმა ბომბმა გადაგვარჩინოს.

მეცნიერებმა ამისთვის მძლავრი ლაბორატორიული რადიაციული წყარო გამოიყენეს, რომელსაც Z მანქანა ეწოდება და მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გენერატორია. შედეგად დაადგინეს, რომ პლანეტისკენ მომავალ ობიექტთან ახლოს კოორდინირებული ბირთვული დეტონაციის შემდეგ წარმოქმნილი რენტგენული სხივები საკმარისი ენერგიის იქნება, რათა კატასტროფისგან გვიხსნას.

ასტრონომები დიდი ზომის ასტეროიდების ტრაექტორიას მუდმივად აკონტროლებენ. მათი პროგნოზის თანახმად, სულ მცირე 100 წლის განმავლობაში შეჯახების საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ სპეციალისტები თავდაცვის მეთოდებზე მაინც მუშაობენ.

ბირთვული ენერგიის ეფექტიანობაში მათ მიერ შექმნილმა წინა სიმულაციებმაც დაგვარწმუნა, მაგრამ მხოლოდ იმ ასტეროიდების შემთხვევაში, რომლებსაც, პოტენციურად, დეკადებით ადრე დავაფიქსირებთ. თუ ეს რამდენიმე წლით ადრე მოხდება, ასეთი ობიექტი უფრო ახლოს იქნება, ანუ დიდი შანსია, რომ აფეთქების გამო ფრაგმენტები ისევ პლანეტაზე ჩამოცვივდეს.

ამ საკითხზე მეტის გასაგებად ახალი კვლევის ავტორებმა Z მანქანაში, ლითონის ძალიან თხელ ფირფიტაზე, ასტეროიდის მსგავსი სილიციუმის დიოქსიდი მოათავსეს, სულ რაღაც 1 გრამის მეათედი ოდენობით. მოწყობილობის ჩართვის შემდეგ იქ მაგნიტური ველი წარმოიქმნა, რომელმაც არგონის აირი მზის ტემპერატურის მქონე პლაზმად აქცია. ამან ფირფიტა ძალიან სწრაფად დაანაწევრა და რენტგენული სხივების ფორმირება განაპირობა. შედეგად სილიციუმის დიოქსიდის გრანულა დაახლოებით წამის 20 მემილიონედის განმავლობაში ჰაერში ლივლივებდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მეთოდით 1 ნანომეტრ მანძილზე ვარდნის მიმართ დედამიწის გრავიტაციას წამის 20 მემილიონედით შეეწინააღმდეგნენ. მასშტაბების გაზრდით, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ენერგიას მივიღებთ. ამ გზით კი ასტეროიდის მიმართულების შეცვლა იქნება შესაძლებელი ისე, რომ დედამიწისთვის საშიშ ფრაგმენტებად არ დავშალოთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0