NASA-ს სატელიტმა უცნაური ფორმის ღრუბელი დააფიქსირა. იგი ახალი ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია და სტრატ-ტაიერის რეგიონს გადმოჰყურებს.
გამოსახულება ნასას სატელიტმა 7 სექტემბერს გადაიღო. სურათზე წაგრძელებული, უცნაური ფორმის, ღრუბელი ჩანს, რომელიც მთათა სისტემას გადმოჰყურებს. ეს ღრუბელი ხშირად ერთსა და იმავე ადგილას ფორმირდება, ამიტომ ადგილობრივები მას “ტაიერის შინაურ ცხოველს” უწოდებენ.
NASA-ს მიხედვით, ასეთ ღრუბელს მუდმივი მაღალგროვა ოსპისებრი ღრუბელი (ASLC) ეწოდება. მსგავსი სტრუქტურა მაშინ ფორმირდება, როცა ქარი ციცაბო ბარიერს, თუნდაც მთათა სისტემას, ეჯახება. ასეთ დროს ჰაერის ნაკადი აისხლიტება და მდგომარე ტალღა წარმოიქმნება; პარალელურად ტალღის ზედა ნაწილი იმდენად ცივდება, რომ წყლის ორთქლი იქმნება, მისი კონდენსაციის შედეგად კი ღრუბლებს ვიღებთ.
„როცა ამ ტალღის ზემოთ ღრუბელი ფორმირდება, იგი თითქმის უძრავადაა ცაში, ფორმას კი მასში გამავალი ძლიერი ქარების გავლენით იძენს”, – განმარტა NASA-ს განცხადებაში განმარტა ახალი ზელანდიის MetService-ის მეტეოროლოგმა.
ASLC ღრუბლებმა შეიძლება უფრო უცნაური ფორმებიც მიიღოს, იქნება ეს ერთმანეთზე დაწყობილი დისკებისა თუ ცად აზიდული ვიწრო თასების მსგავსი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”