close
დედამიწა

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯანი იპოვეს, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც კი არის შესაძლებელი

National Geographic Pristine Seas-ის მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდ მარჯანს მიაგნეს. ის იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც კი არის შესაძლებელი, – წერს CNN.

30 მეტრზე გრძელი მარჯანი 300 წელზე მეტი ხნისაა და National Geographic Pristine Seas-ის მეცნიერებმა ექსპედიციის დროს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოლომონის კუნძულებზე აღმოაჩინეს.

ის სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე წინამორბედი რეკორდსმენი, რომელიც ამერიკულ სამოაში იყო ნაპოვნი.

„მაშინ როდესაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პლანეტაზე აღმოსაჩენი უკვე აღარაფერია, ჩვენ ვიპოვეთ უზარმაზარი მარჯანი, რომელიც ერთ მილიარდზე მეტი პატარა პოლიპებისგან შედგება“, – განაცხადა National Geographic Pristine Seas-ის მეცნიერმა ენრიკ სალამ.

ზევიდან მარჯანი მოჩანს, როგორც უზარმაზარი ყავისფერი ქვა. თავიდან ექსპედიციის ზოგიერთ წევრს ის ჩაძირული გემიც კი ეგონა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0