close
ფსიქოლოგია

“ მოვლენები რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში საჭიროებს სწორ ფსიქოლოგიურ ანალიზს” – მერაბ ონიანი

ჩვენ ღირსეული საზოგადოება ვართ, რომელიც იმსახურებს სიკეთეს და კეთილდღეობას და  ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ იაზრებს საკუთარ ფუნქციას თითოეული წევრი ამ ერთობისა და მას აკეთებს ხვალინდელი უკეთესი დღისთვის.

ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება დღესასწაულად ვაქციოთ, გავიხაროთ მისით და ეს მდგომარეობა სხვებსაც გავუნაწილოთ, რადგან მოგეხსენებათ, რომ რასაც გულში ვატარებთ, იმასვე რეკლავს გარე სამყაროც. ჩვენ შეგვიძლია ვავლენდეთ ყველაფერ საუკეთესოს რაც ჩვენშია და ამით შევუწყოთ ხელი ქართული საზოგადოების პროგრესს.

ვფიქრობ, რომ მოვლენები რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია და საჭიროებს სწორფსიქოლოგიურ ანალიზს. საჭიროდ ჩავთვალე, რომ მომემართა თქვენთვის რათა გამოვხატო ჩვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზები და როგორი სწორი და ფსიქოლოგიურად გამართული რეკომენდაციები სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, რათა ჩვენც შევძლოთ რომ მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში აღმოჩენის საქმეში, რადგან გვაქვს სურვილი რომ ვემსახუროთ საყოველთაო სიკეთისა და ურთიერთობათა ჰარმონიზების იდეას.

ალბათ სასურველი იქნება, რომ არ ავყვეთ მოვლენათა ლოგიკას და წყენის, გაბრაზების, შფოთვის, განგაშის ნაცვლად, შევძლოთ ნეგატიური ემოციების მართვა, რაც შექმნის რთულ გარემოებების გადაჭრის პირობას. კაცობრიობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანებსშესწევ უნარი ურთულეს მდგომარეობაშიც მოძებნონ გამოსავალი. ცხადია შეიძლება მოიქცე ისე, როგორც ჩათვლი სწორად, სამართლიანად, სინდისიერად, მაგრამ გასათვალისწინებელია ის შედეგები, რაც რეალურად შეიძლება დადგეს, ერთმანეთთან კონსესუსის, მორგების და კომპრომისების გარეშე.

მოგეხსენებათ რომ ადამიანის ნება არაა შეუზღუდავი და ის ხშირად თავდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის ნება. საზოგადოებრივი ცხოვრების რეგულირება კანონიერების და წესრიგის მეშვეობით ხდება, რაც მისი სტაბილურობის, წონასწორობის და მშვიდი განვითარების პირობაა. ჰარმონიული მართვისათვის უმთავრესი ღირებულებითი იდეა არის, ადამიანური ფასეულობებზე დაყრდნობით სამართლიანობის დაცვა, რომლის სულიერ-ფსიქოლოგიურ საყრდენს “ღირსების კოდექსი” წარმოადგენს.

მომდინარე მოვლენები ერთგვარი გაკვეთილია, საიდანაც სათანადო დასკვნების გამოტანაა საჭირო,  რათა მოხდეს შეცდომების გათვალისწინება, რათა დავხვეწოთ ის, რაც დასახვეწია, სწორად გავანაწილოთ პრიორიტეტები რასაც დაეფუძნება ჩვენი ქმედებები და არჩევანი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს მარადიული ღირებულებები, რომლის იგნორირება მძიმე შედეგებს იწვევს და სწორედ ამ საბაზისოფასეულობებშია თავმოყრილი დიდი რაოდენობის რესურსული ენერგია, რომელიც ნებისმიერი ზნეობრივი საზოგადოების სულიერ ძალებსასაზრდოებს.

საზოგადოებრივ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებისას მნიშვნელოვანია მისი საკრალური და ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინება, ადამიანის უნიკალურობის გათვალისწინებით, გარემოებათა სწორად და უსაფრთხოდ წარმართვა,ყოველი გადაწყვეტილება და მოქმედება გამომდინარე ადამიანებზე ზრუნვიდან, გონივრული და საერთო საქმისთვის  სარგებლს მომტანი უნდა იყოს, როდესაც თავიდან ავირიდებთ ემოციური თუ მენტალური ხარვეზებიდან გამომდინარე შურისმაძიებლძალისმიერ ქმედებებს. ჩვენს საზოგადოებას ღირსებასთან ერთად, ბუნებრივია აქვს ნაკლიც, რომელიც მის ფსიქოლოგიურ სახეს ქმნის და მხოლოდ თვითდისციპლინით არის შესაძლებელი,რომ ფლობდე საკუთარი ჩრდილოვანი ბუნების შემზღუდავ ბერკეტებს, რათა შეძლო საკუთარი ძალის მართვა რათა არ წახალისდეს ნეგატიური და უმართავი პროცესები ქვეყანაში. სწორედ თვითკონტროლისა და სიფხიზლის მოდუნება იწვეს საზოგადოების აღმოჩენას დრამატულ და ხშირად ტრაგიკულ მოვლეათა ხაფანგში, ერთგვარ მოჯადოვებულ წრეში. ამიტომ, ასეთ დროს საჭიროა რთული სიტუაციების დაძლევის ინსტრუმენტების გამრავალფეროვნება, ღირებულებითი პრიორიტეტების სწორად დალაგება, დაშვებული შეცდომების კრიტიკული ანალიზი. ურთიერთდაპირისპირებისა და სიძულვილისგანმაპირობებელ მოვლენათა პრევენციაზე ზრუნვა. ადამიანისადმი მზრუნველობით დამოკიდებულების გამოვლენა, მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კეთილსასურველი ატმოსფეროს შექმნა, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეებად ქცევას და აგრესიული მუხტის აწევას,დესტრუქციული პროცესების განვითარებას. ალბათ საჭიროა უფრო მეტი კონსტრუქციული კომუნიკაცია, მეტი პოზიტიური და გულწრფელი ურთიერთობები, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა, დამაჯერებელი არგუმენტები, საყოველთაო ერთობისა და სიმშვიდისკენ გადადგმული ნაბიჯები, რათა საზოგადოების ნაწილი არაღმოჩნდეს მანიპულაციის ობიექტი სხვათამხრიდან.

ერთმანეთისადმი მსახურება, ერთად კი ღმერთისა და ქვეყნის მსახურების იდეა, აფორმირებს ჯანსაღი საზოგადოების ერთობის სულს. ნამდვილად მისასალმებელი იქნება ბედნიერი მომავლისკენ სვლა, ჩვენი ღვთაებრივი დანიშნულების შესაბამისად, როდესაც ვცდილობთ,რომ ამ სამყაროს შევძინოთ ბევრი პოზიტიური ენერგია, რაც გვანიჭებს შეუზღუდავშესაძლებლობებს, რომ ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

თანამედროვე ეპოქა გარკვეული თავისებურებებითხასიათდება. ჩვენ ვიმყოფებით დროში, როდესაც ძალიან თვალსაჩინოა ურთიერთ გაუცხოების, დაპირისპირების, დაყოფის  ტენდეციები და სწორედ ახლა, ისე როგორც არასდროს ვხედავთ ერთობის იდეს, ტრადიციული ღირებულებისადმი ერთგულების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის, რაც გვაერთიანებს და გვაკავშირებს ერთმანეთთან. ასევე,გასათვალისწინებელია მოვლენები, რომლებიც გვყოფენ და ერთია სახელმწიფოებრივცნობიერებას ზიანს აყენებენ და მის მთლიანობას საფრთხეს უქმნიან. ზოგადად კი თანაგრძნობის, თანადგომის და სიყვარულის დეფიციტი – იწვევს გაუცხოებას ადამიანთა შორის. ქართული სულის ერთობისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია და თუ ვიწრო ეგოისტურისურვილები ცდილობენ ზოგადეროვნულზე დომინირებას, ეს ქვეყნის თავისთავადობის, ეთნო ფსიქოლოგიური ერთობის საკრალური ბუნების მქონე უნიკალურ ქსოვილს დაშლით და გადაგვარებით ემუქრება.

მოგეხსენებათ, რომ ებისმიერი გლობალური გაერთიანებისკენ სვლა გულისხმობს იმ იდეოლოგიის მიღებაგაზიარებას საითაც მიისწრაფვი, ამ დროს გასათვალისწინებელია შენი ეროვნული უნიკალურობის შენარჩუნება, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე აშენებდა წინაპართა თაობები, იბრძოდა და იცავდა მის ათასწლოვან მონაპოვარს, ეროვნულ გენეტიკურ კოდს რომ წარმოადგენს, რაც მის ხასიათობრივ თუ ფსიქოლოგიურ ერთობს სურ-ხატს ქმნის. ეროვნული იდენტობა ჩვენი ზრუნვის და მოფრთხილების საგანია. ს არის ის, რაც ჩვენს თვითპატივისცემას და ღირსებას განაპირობებს, ფსიქოლოგიურად ჯანსაღ თვითშეგრძნება რომ იწვევს თითოეულ მოქალაქეში.

კრიზისების მართვისას ძალიან მნიშვნელოვანია ღირსეული ქმედებები, ურთიერთობათა ისეთი რეალიების წარმოება, რასაც მისაბაძი მაგალითის სახე ექნება. საკუთარ თავში არსებული საუკეთესო უნარების წარმოჩენით დაპირისპირების პირობებში, ურთიერთობების კულტურა შეიძლება რომ აალ საფეხურზე ავიყვანოთ, როდესაც პროვოკაციებს არ ძალუძს, რომ სიმშვიდე დაგაკარგვინოს, სიძულვილი ვერ გერევა და არ ხდები მანიპულაციის მსხვერპლი. როდესაც ინარჩუნებ ემოციურ ამტანობას, მედეგობას, თავდაჯერებულობას და აკონტროლებ საკუთარ რეაქციას. რადგან საკუთარ თავზე ნამდვილი ძალაუფლების ნიშანია ის, რომ ხარ შინაგანად თავისუფალი და არ  ექვემდებარები გარე ფაქტორებს. როდესაც შეგიძლია შეინარჩუნო შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა, მძაფრი და უკონტროლო რეაქციის გარეშე, როდესაც ავლენ გამძლეობას მოთმინებას და ცდილობ იპოვო გამოსავალი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან, გახასიათებს სულიერი მხნეობა და შემართება, როდესაც იცი, რომ ემსახურები ღირსეულ მიზანს, –ემსახურები შენს ხალხს და შენს ქვეყანას.

ადამიანებში კარგის დანახვის ცნობიერებით, სიყვარულის, თანადგომის და თანაგრძნობის სულისკვეთებით შეიძლება ბევრს მივაღწიოთ თუ ვივლით ადამიანში მისი შიდა და გარე ფაქტორების ჰარმონიზებისა და დაბალანსებისკენ. ამიტომ, მივესალმებით ყველა ნაბიჯს უკეთესობისკენ, როდესაც შევძლებთ რომ შევხედოთ ერთმანეთს სიკეთის მოსურნე სიყვარულის თვალებით, მაშინ ნამდვილად მოვახერხებთ, რომ შევიგრძნოთ ერთობის სულისთვის დამახასიათებელი სიყვარულის ახალი ნაკადი, ახალი სასიცოცხლო ნაკადი, რაც დაგვეხმარება ეროვნული ცნობიერების ტრანსფორმაციაში, მისი საუკეთესო ვერსიის გამოვლენისკენ.


მერაბ ონიანი

ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი

მასალა მოამზადა და მოგვაწოდა –
თავისუფალი საზოგადოება – “ახალი ნაკადი”

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0