close
კვლევები

რისი სურნელი აქვთ ძველი ეგვიპტის მუმიებს – მეცნიერების ახალი კვლევა

დიდი ბრიტანეთისა და სლოვენიის მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ეგვიპტის მუმიებს ხის (78%), სანელებლების (67%) და მოტკბო (56%) არომატები აქვთ, – კვლევა Journal of the American Chemical Society-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერების თქმით, ზოგ შემთხვევაში მათ საკმევლის არომატიც დაიჭირეს. მუმიების არომატების შესწავლისას მეცნიერებმა გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტული, ასევე სენსორული მეთოდი.

სურნელი – ქიმიური მოლეკულებია, რომლებიც ჰაერშია და ნივთიერებისგან მოდის. მეცნიერებმა ქრომატოგრაფია – ნივთიერებათა და მათი ნარევების დაყოფის, ანალიზისა და კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდი გამოიყენეს 9 მუმიის სურნელის შესასწავლად, რომლებიც კაიროს ეგვიპტის მუზეუმში ინახება.

მეცნიერებს ეს კვლევა ძველი ეგვიპტის ბალზამირებისა და კონსერვაციის მეთოდის უკეთ გაგების საშუალებას მისცემს.

როგორც აღმოჩნდა, ძველად არომატს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სასიამოვნო სურნელი ასოცირდებოდა ღვთაებრივ სხეულთან და სისუფთავესთან. 5 ათასი წლის შემდეგაც, მეცნიერები მუმიების სურნელს აღწერენ, როგორც სასიამოვნოს, რადგან ის შედგება წიწვოვანი ხეების ზეთებისგან, კედრისგან, ფიჭვის ფისისგან და სხვა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0