close
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

მილანში საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებსაც ლეონარდო და ვინჩი 1495 წელს თავის ესკიზებში ხატავდა

მკვლევართა ჯგუფმა მილანში მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინა, რომლებიც, დიდი ალბათობით, ლეონარდო და ვინჩის 1495 წლით დათარიღებულ ესკიზებშია წარმოდგენილი.

ეს გვირაბები თავდაცვითი კონსტრუქციის ნაწილია და მათ მეცნიერები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ვერც კი მიაგნებდნენ.

სფორცას ციხე-კოშკი XIV საუკუნეში იყო აშენებული. XV საუკუნის ბოლოს მილანის ჰერცოგმა ლეონარდო და ვინჩის და სხვა ოსტატებს ციხე-კოშკის ინტერიერის მოხატვა და გალამაზება დაავალა. ზუსტად ამ დროს და ვინჩიმ ესკიზები შექმნა, რომლებზეც ჩანს მიწისქვეშა გასასვლელები, რომლის ადგილმდებარეობაც აქამდე უცნობი იყო.

არქიტექტურის ისტორიის სპეციალისტმა ფრანჩესკა ბიოლომ (მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) კვლევა ლაზერული სკანირების, GPS-ის, 3D-გეორადარის და ფოტოგრამეტრიის მეშვეობით ჩაატარა. მათი დახმარებით მან აღმოაჩინა ოთახები და ფარული გასასვლელი, რომელიც ისინი გვირაბებამდე მიიყვანა.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სფორცას ციხე-კოშკის ქვეშ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. არქეოლოგიური გათხრები შეუძლებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობის გამო, ამიტომ მეცნიერები ციფრულ მეთოდებს მიმართავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0