ინდოეთში 17 წლის ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს და მუცლიდან მისი არდაბადებული ტყუპი ძმის სხეულის ნაწილები ამოუღეს. ამის შესახებ The Indian Express იტყობინება.
როგორც მედია იტყობინება, დაბადებიდან მოზარდის სხეულში ტყუპი ძმის ფეხები, დუნდულები და სასქესო ორგანოები იყო განთავსებული, რომლებიც ექიმების თქმით, მას დედის მუცელში ყოფნის დროს შეერწყა. პარაზიტული ტყუპისცალის სხეულის ნაწილები დაახლოებით 15 კილოგრამს იწონიდა. ისინი იზრდებოდნენ ახალგაზრდა პაციენტთან ერთად.
ამავდროულად, პაციენტის ნაწლავები და შარდის ბუშტი ნორმალურად მუშაობდა, მაგრამ მას მუცელში მუდმივი ყრუ ტკივილი აწუხებდა. ოპერაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ექიმებმა გამოაცალკევეს ტყუპების შეერთებული სისხლძარღვები და ნერვიული ქსელები, აგრეთვე მათი საერთო ქსოვილები გულმკერდის კედელში, ნაწლავებსა და ღვიძლში.
მოზარდი ოპერაციის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელდა. მეორე დღეს მას უკვე შეეძლო ჭამა. მეოთხე დღეს უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. „არ შემეძლო სადმე გამგზავრება და ფიზიკური დატვირთვა. ახლა ჩემს წინაშე ახალი სამყარო გაიხსნა. იმედი მაქვს, სწავლას დავიწყებ და სამსახურს ვიშოვი“, – ამბობს წარმატებული ოპერაციის შემდეგ 17 წლის ბიჭი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“