ღამის ცაზე ბევრი რამ ხდება და ხშირად, ობიექტები მართლაც საოცრად განლაგდებიან ხოლმე.
24-25 აპრილის ღამეს, განთიადამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ ერთ-ერთი ასეთი განლაგება მოხდება.
ამჟამინდელ მილევად ახალ მთვარეს ცაზე შეუერთდება ორი პლანეტა — ვენერა და სატურნი, თანაც ისეთი კონფიგურაციით, რომ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გაღიმებული სახე გამოსახონ. თუმცა, ეს სახე დახრილი იქნება.
კონფიგურაციას, როდესაც ორი ან მეტი ციური სხეული ცაზე ერთად ჩნდება, შეერთებას უწოდებენ.
„მოღიმარი სახის“ კონფიგურაციის შემთხვევაში, თავად მთვარე ცაში ძლიერ მილეულად გამოჩნდება. ვენერა და სატურნი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და მათი შემჩნევა ადვილი იქნება. ვენერა ძლიერ იკაშკაშებს (ის ღამის ცის მეორე ყველაზე კაშკაშა ობიექტია მთვარის შემდეგ), სატურნი ნაკლებად, მაგრამ მაინც საკმაოდ.
უკეთესად დაკვირვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბინოკლი ან სამოყვარულო ტელესკოპი.
სიკაშკაშის პიკს ვენერა 27 აპრილს მიაღწევს და ასეთი კაშკაშა 2026 წლის ნოემბრამდე აღარ გამოჩნდება. არც ეს შანსია ხელიდან გასაშვები.
იმისათვის, რათა არაფერი გამოგრჩეთ, თქვენი ადგილმდებარეობიდან ამ მოვლენის დანახვის ზუსტი დეტალები შეგიძლიათ შეამოწმოთ TimeandDate-ზე ან Stellarium-ზე.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”