close
ბიზნესი

საქართველოში SMART|EDM_lab ლაბორატორია დაარსდება

 

ხშირია პროტესტი უმუშევრობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, ახალგაზრდებმა აქცია მოაწყეს, სახელწოდებით „მე უმუშევარი ვარ!“. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია. ანგარიშში დასკვნის სახით ეწერა, რომ : „2014 წელს უმუშევრობის დონემ, ბოლო 11 წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია“. მსვლელობაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ, უფროსი ასაკის მქონე მოქალაქეები, არასამთვრობო ორგანიზაციები და სხვ. ისინი აპროტესტებდნენ უმუშევრობის კუთხით არსებულ პრობლემებს და მათ გამომწვევ მიზეზებს ასახელებდნენ. ეს თავისთავად კარგი ფაქტია, რომ რაღაცის გაუმჯობესება გვინდა და არსებულს ვაპროტესტებთ. თუმცა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი ნაკლებად საუბრობენ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გამოსავალის ძიებაზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. ამ შემთხვევაში რიგ საკითხებზე გავამახვილებდი ყურადღებას:

1.         განათლების ხარისხი, როგორც უმუშევრობის საწინდარი

2.         ნეპოტიზმი და მისი შედეგი

3.         დამსაქმებლის მკაცრი მოთხოვნები გამოცხადებულ ვაკანსიაზე

4.        საქართველოში ე.წ. „Part Time“ სამსახურების ნაკლებობა

5.         სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან ხშირად დაშვებული შეცდომები

ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, რომლის საწყისიც, როგორც წესი სასწავლების განათლების ხარისხთან ასოცირდება. კერძოდ, უნივერსიტეტებში არასაკმარისი რაოდენობითაა ქართულად ნათარგმნი პროფესიული წიგნები. ეს ფაქტი, ერთი მხრივ იწვევს, სტუდენტის დაბრკოლებას მასალის სრულყოფილად ათვისებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ნათარგმნი წიგნებით მიღებული ცოდნის საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობას. მნიშვნელოვანი პრობლემაა უნივერსიტეტებში შედგენილი კურიკულუმებიც, რადგან ხშირ შემთხვევაში სტუდენტები ირჩევენ საგნებს, რომლებიც მხოლოდ კრედიტის მიღების საშუალებას იძლევა, მომავალი პროფესიისთვის კი არაფრის მომტანია. ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ  ხშირ შემთხვევაში საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა ის უნარები, რომლებსაც საუნივერიტეტო განათლების საშუალებით იღებენ, შეუსაბამოა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან შეუძლებელია არ წავაწყდეთ ნეპოტიზმთან დაკავშირებულ ფრაზებს, რომელთა შინაარსიც საბოლოო ჯამში ერთია: „თუ კაცი არ გყავს, სამსახურს ვერ დაიწყებ და შესაბამისად ვერც წარმატებული გახდები“. ამ ფაქტს, კიდევ უფრო მეტად ამყარებს, გამოცხადებულ ვაკანსიაზე მითითებული მოთხოვნები, როგორიცაა სასურველ კანდიდატზე მითითებული ასაკი 22 წელი, ხოლო სამუშაო გამოცდილების წლების რაოდენობა იწყება სამიდან. აქ ისმის კითხვა: 22 წლის ახალგაზრდას, რომელსაც მაქსიმუმ ერთი წლის დამთავრებული აქვს  უნვერსიტეტი, საიდან შეიძლება ჰქონდეს ასეთი სამუშაო გამოცდილება? ამის გამო დაუსაქმებელი ახალგაზრდები ხდებიან დემოტივირებულები, რადგან გამოცხადებული ვაკანსია ტყუილთან და ახლობლისთვის გამზადებულ ადგილთან ასოცირდება. ეს უკანასკნელი კი იწვევს მათთვის მოტივაციის დაკარგვას და უნარ-ჩვევების რეგრესს.

დასაქმების სფეროში ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხშირ შემთხვევაში, გამოცხადებულ ვაკანსიაზე არსებული მკაცრი მოთხოვნები. როგორც წესი, საკამათო პუნქტია, სამუშაო გამოცდილების ქონის აუცილებლობა. დამსაქმებლები ხშირად გამოცდილ კადრებს ითხოვენ, რაც ახალგაზრების მხრიდან ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ძირითადად ყველა ვაკანსიაზე, სამ წლიანი სამუშაო გამოცდილების აუცლებლობაა, რომელიც ცხადია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის პროგრამები, რომელიც საშუალებას მიცემს სტუდენტს თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს შრომით ბაზარზე, მოთხოვნა – მიწოდების საკითხის დარეგულირებას.

საქართველოში უმუშევრობას და სამუშაო გამოცდილების არ ქონას, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ე.წ. „Part Time“ სამსახურების სიმცირე. სტუდენტისთვის, ფაქტობრივად შეუძლებელია სწავლასთან შეთავსებით იმუშაოს. სწავლით დაკავებული ახალგაზრდა, ვერ ახერხებს სრულ განაკვეთზე დასაქმებას. აქედან გამომდინარე ის არჩევანის წინაშე დგება –  იმუშაოს იმისთვის, რომ მომავალში კარგი სამსახური ნახოს, ვნაიდან შეიძენს სამუშაო გამოცდილებას, თუ ისწავლოს? მუშაობის შემთხვევაში მიღებული შემოსავალით სწავლის ხარჯებს ვერ გაუმკლავდება, რის გამოც, როგორც წესი, ყველა სტუდენტი მაინც სწავლას ირჩევს. სწავლის პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ისედაც ძვლის ნაშოვნ სამსახურზე, როგორიცაა მიმტანი, კონსულტანტი, გამყიდველი და სხვ. დამსაქმებლის მხრიდან იყო ხელის შეწყობა. დღის განმავლობში ნაცვლად ერთისა დაწესდეს ორი ცვლა. ეს ფაქტი კი, ახალგაზრდისთვის და მითუმეტეს სტუდენტისთვის მუშაობისთვის მოსახერხებელს გახდის.

თავის მხრივ, გასათვალისწინებელია სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან დაშვებული შეცდომებიც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, ისეთ მნიშვნელოვან ოთხ საკითხს, როგორიცაა:

1.         სამუშაოს ძიების ტექნიკები

2.         „CV“-ის შედგენა

3.         კარიერის მართვა

4.         საკუთარი თავის „გაყიდვა“ დასაქმების ბაზარზე

ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად აპლიკანტები ამ ოთხი პუნქტის ნაკლებად ცოდნის  გამო უშვებენ შეცდომებს. როგორც წესი, უმეტესი ნაწილი არ არის ინფორმირებული სტანდარტებზე, ან მხოლოდ შაბლონებით სარგებლობენ. სამუშაოს მაძებლემბმა, მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებული ოთხი პუნქტი სრულყოფილად გააცნობიერონ, ვინაიდან ეს უკანასკნელნი განსაზღვრავენ საბოლოო ჯამში მათი სამსახურში აყვანის საკითხს. ამისვთის არსებობს მრავალი ტრენინგი, შეხვედრა, მასალა და სხვა  საშუელებები. შესაძლებელია გამოცდილი ტრენერების მიერ ყველა ამ საკითხის ზედმიწევნით შესწავლა, რაც სამუშაოს მაძიებლებს  მეტ თავდაჯერებულებას შეძენს სამსახურის ძიებისას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გამომწვევი მიზეზების მოგვარება შესაძლებელია, პროფესიული განვითარების პროგრამებით, ტრენინგებით, სტაჟრების პროგრამების დანერგვით, დასაქმების სააგენტოებისა და ცენტრების შექმნით და სხვ. კარგი იქნება თუ ამისთვის შევისწავლით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და დავნერგავთ საქართელოშიც. მაგალითად ცნობილი ფაქტია, გერმანიაში სტუდენტების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, ბიზნესის, გადასახადების გარკვეული პროცენტიდან განთავისუფლებას სტუდენტების დასაქმების შემთხვევაში, რისი საშუალებითაც თავისთავად ცხადია მოგებაში რჩება დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მოდელის დამსახურებაა, რომ დღეს გერმანია ახალაგაზრდების უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის სტატუსით სარგებლობს.

თანამდროვე პერიოდში, ყველა ადამაინი თავისუფალი ბაზრის და დიდი კონკურენციის პირობებშია. ყოველდღიურად ბევრი ვაკანსია იდება სხვადასხვა დასაქმების საიტებზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე უამრავი CV იგზავნება, მაგრამ სამწუხაროდ შესაბამისი უნარების მქონე კადრს ვერ ნახულობს დამსაქმებელი, რის გამოც ბევრჯერ მეორდება, სასურველი კადრის აყვანის მოლოდინში, ერთი და იგივე ვაკანსია. ამ სამწუხარო რეალობას იწვევს ერთი მხრივ,  არაკვალიფიცირებული კადრების არსებობა და მეორე მხრივ შრომის ბაზრის გაფუჭება. ადამიანები საქმდებიან იქ სადაც მაღალია ანაზღაურება, ან მხოლოდ იმიტომ, რომ დასაქმდნენ.

 

11898649 1638471263070651 8807240038378018188 n

დავით პიტიურიშვილი

საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0