close
მედიცინა

ჩინეთში ცხოველებსა და ადამიანებში შემაშფოთებელი გენი აღმოაჩინეს

მკვლევარებმა ჩინეთში ადამიანებსა და ღორებში ახალი გენი აღმოაჩინეს, რომელიც ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულს ხდის.

მეცნიერებმა აღმოჩენა შეაფასეს, როგორც “შემაშფოთებელი” და polymyxins-ის კლასის ანტიბიოტიკების შეზღუდვის, ხოლო არასაჭირო გამოყენების შემთხვევაში სასწრაფოდ შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.

მკვლევარებმა, რომლებსაც სამხრეთ ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მეცნიერი ჰუა ლი ხელმძღვანელობს, განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს გენი, mcr-1, პლასმიდები – მობილური დნმ, რომელსაც სხვადასხვა ბაქტერიებს შორის ადვილად გავრცელების უნარი აქვს.  მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მას გააჩნია „ბაქტერიულ მოსახლეობას“ შორის გავრცელებისა და დივერსიფიცირების „საგანგაშო პოტენციალი.”

პრობლემა პირველად შანხაიში, ერთ-ერთ ღორის ფერმაში შენიშნეს, სადაც რუტინულმა ტესტებმა E.coli-ის შტამის პოლიმიქსინების ანტიბიოტიკებისადმი მაღალი რეზისტენტობა აჩვენეს. დანარჩენი ტესტები ჩინეთის ოთხ პროვინციაში ჩატარდა. გამიკვლიეს სხვადასხვა ფერმის ღორები, ასევე 30 მარკეტსა და 27 სუპერმარკეტში გასაყიდად გატანილი ღორისა და ქათმის ხორცი. სხვადასხვა კლინიკაში შეამოწმეს დაინფიცირებული პაციენტების ბაქტერიებიც.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიმიქსინების ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება მეურნეობაში. თუკი დაავადებები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას შეიძენენ,  ისინი შესაძლოა იმ ადამიანებშიც გადავიდნენ, რომლებიც ხორცს მიირთმევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დოქტორმა მარგარეტ ჩანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ე.წ. „superbug” ძირს უთხრიან თანამედროვე მედიცინის მიღწევებს. „ანტიბიოტიკორეზისტენტობის დონის ზრდა  გლობალურ ჯანდაცვის კრიზისს ნიჩნავს და დროა მთავრობებმა აღიარონ, რომ ეს არის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდესი თანამედროვე გამოწვევა.“

რაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ესა თუ ის ანტიბიოტიკი, ბაქტერიას მით უფრო უადვილდება მის მიმართ რეზისტენტობის გამომუშავება.

 

წყარო: Reuters – Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0