close
კატეგორიის გარეშე

თქვენი ფანჯრები, ანუ თქვენი ელექტრო ენერგიის წყარო? ინჟინრების ნოვაცია!

მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის კვლევითმა გუნდმა საბოლოოდ შექმნა სრულიად გამჭვირვალე მზის პანელი – გარღვევა, რომლის მეშვეობითაც მალე გაიღება ისეთი მსოფლიოს კარი, სადაც ფანჯრის მინები და მთლიანი მინის შენობებიც კი შეძლებს მზის ენერგიის გენერირებას. აქამდე, ამ სახის მზის უჯრედები მხოლოდ ნაწილობრივ იყო გამჭვირვალე და ჩვეულებრივ, ოდნავ შეფერილი, მაგრამ ეს ახალი უჯრედები იმდენად  სუფთაა, რომ ისინი პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ფანჯრის მინისგან.

წინა პრეტენზიები მიმართული მზის პანელებისკენ არის დამაბნეველი, რადგან გამჭვირვალე მატერიის ბუნება ნიშნავს, რომ მასში სინათლემ უნდა გაიაროს. გამჭირვალე ფოტოვოლტაიკური უჯრედების არსებობა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან მზის პანელები აგენერირებენ ენერგიას შეწოვილი ფოტონების ელექტრონებად კონვერტირებით. მატერია რომ სრულად გამჭვირვალე იყოს, სინათლე უნდა მოძრაობდეს თვალისაგან შეუმჩნევლად, რაც ნიშნავს, რომ ფოტონებმა უნდა გაიაროს მატერია მთლიანად. (მზის ენერგიის გენერირებით მისი აბსორბირების გარეშე).

ასე რომ, სრულად გამჭვირვალე მზის უჯრედზე მუშაობისას, მიჩიგანის შტატის გუნდმა შექმნა ტექნოლოგია, სახელად გამჭვირვალე ლუმინესცენტური მზის კონცენტრატორი (TLSC), რომელიც იყენებს ორგანულ მარილს სინათლის ტალღის სიგრძის შესაწოვად, რომელიც უკვე უხილავია ადამიანის თვალისთვის.

TLSC -ის პროექტს ახასიათებს ლუმინესცენტური ბზინვა, რომელიც შეიცავს კონვენტირებულ ინფაწითელი სინათლის ტალღას, რომელიც ასევე უხილავია ადამიანის თვალისთვის. სხვა ტრადიციული (გაუმჭვირვალე) ფოტოვოლტაიკური მზის უჯრედები ფარგლებში აქცევს ძირითადი მატერიის პანელს, და ეს არის ის მზის უჯრედები, რომელიც გარდაქმნის კონცენტრირებულ ინფრაწითელ სინათლეს ელექტროენერგიად.

ნახევრად გამჭირვალე მზის უჯრედების ვერსიებს, რომელთაც შეაქვთ სინათლე ფერად ჩრდილებში, შეუძლიათ მიაღწიონ ეფექტურობას დაახლოებით 7%-ით, მაგრამ მიჩიგანი შტატის TLSC -ის ეფექტურობა სავარაუდოდ 5% იქნება. სანამ რიცხვები, როგორიცაა 7 და 5 პროცენტი ძალიან დაბალია, ორგანული მატერიით შექმნილი სახლები მასიური ფანჯრებით ან შენობები,  გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება.

მიჩიგანის შტატის გუნდის მკვლევრებს სჯერათ, რომ მათი TLSC ტექნოლოგიის გამოყენება არ იქნება გადაჭიმული  ინდუსტრიული საჭიროებებიდან მართვის მიზნებამდე, როგორიცაა სამომხმარებლო მოწყობილობები და ხელის გაჯეტები. მათი მთავარი პრიორიტეტი იქნბა ისეთი ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც იქნება ძალიან ეფექტური და შეინარჩუნებს ხელმისაწვდომობის მასშტაბურ დონეს, ასე რომ მზის ენერგიას შეუძლია გააგრძელოს ზრდა, როგორც მთავარმა მოთამაშემ განახლებადი ენერგიის სფეროში.

 

წყარო: businessinsider

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა” 

გაზიარება:
fb-share-icon0