1. ორი შემთხვევა
აიღეთ ლექსიკონი და შემთხვევით აირჩიეთ ორი ნებისმიერი სიტყვა. უბრალოდ გადაშალეთ ლექსიკონი ნებისმიერ გვერდზე და შეეცადეთ არჩეულ სიტყვებს შორის იპოვოთ რაიმე საერთო. მოიგონეთ ისტორია სადაც დააკავშირებთ მათ ერთმანეთთან. მსგავსი სავარჯიშოები შესანიშნავად ავარჯიშებს გონებას.
2. შეშლილი გენეტიკოსი
აიღეთ ცარიელი ფურცელი და ფლომასტერი. ძალიან კარგი თუ არ იცით ხატვა რადგან სილამაზე და შედეგი აქ მთავარი არ არის. მთავარია პროცესი. ახლა კი დახატეთ რაღაც, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ცხოველის ფუნქციებს, რომელიც თქვენთვის ნაცნობია. თქვენ შეიძლება მიიღოთ მაგალითად მელია თევზის ფხით, ან გრძელკისერა კურდღელი ჩლიქებით. დავალების მიზანია მოკლა ნებისმიერი საღი აზრი და ლოგიკა და გააკეთო აქცენტი კრეატიულობაზე.
3. შეშლილი არქიტექტორი
ცხოველებიდან გადავიდეთ არქიტექტურაზე, მოდით დავხატოთ სახლი. მაგრამ იქამდე სანამ ამ დავალების შესრულებას შევუდგებით, აირჩიეთ ნებისმიერი 10 სიტყვა. წარმოიდგინეთ რომ თქვენ როგორც არქიტექტორს შეგიკვეთეს სახლის პროექტი. მაგრამ დამკვეთმა წამოგიყენათ 10 სავალდებულო მოთხოვნა. აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვები, მაგალითად „ფორთოხალი“- და თქვენი სახლის სახურავი იქნება ნარინჯისფერი, „დისკო“- გააკეთეთ აბაზანაში მრგვალი ფანჯრები და ა.შ ქაღალდზე ხატვის დროს წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში.
4. 10+10
აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, ის აუცილებლად უნდა იყოს არსებითი. ახლა კი დაწერეთ 5 ზედსართავი, რომლებიც თქვენი აზრით მას ყველაზე მეტად შეეფერება. მაგალითად, „წინდა“- შავი, თბილი, შალის, ზამთრის, სუფთა. გააკეთეთ? ახლა შეეცადეთ დაწეროთ კიდევ 5 ზედსართავი, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება არსებით სახელებს. ამის გაკეთება კი ძალიან რთული აღმოჩნდა. დაინტერესდით და მიიღეთ სხვადასხვა სფეროში გამოცდილება და იპოვეთ ასეთი საჭირო სიტყვები.
5. დასახელება
შეეცედეთ ნებისმიერ საგანს რომელიც თქვენში ინტერესს იწვევს მოუძებნოთ დასახელება. შეიძლება იყოს მოკლე და მკაცრი, ან გრძელი და დეტალური. სავარჯიშოს მიზანია, რომ სათაური თქვენ აუცილებლად უნდა მოგეწონოთ.
წყარო:
რუსული სააგენტო Professional
მოამზადა:
ნათია გუჩუამ