ორგანიზაციის მიზანია სამეცნიერო-სადისკუსიო კულტურის, ანალიტიკური აზროვნების, მეცნიერების და, ზოგადად, განათლების პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის ამოცანებია
• მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ტენდენციების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის
• თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების შესახებ საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზება; მეცნიერთა და მკვლევართა აქტიური ჩართულობით
• ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების თაობაზე სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება – მეცნიერთა, მკვლევართა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით
• ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოების, მკვლევარ-ანალიტიკოსთა, სტუდენტთა სამეცნიერო შეხედულებების პოპულარიზაციისათვის, ეფექტური საკომუნიკაციო სივრცის ფორმირება
სამეცნიერო პორტალი „დოქტრინა” მზადდება ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის – „დოქტრინას” – მიერ.
სამეცნიერო პორტალი „დოქტრინა”:
აშუქებს
სამეცნიერო კვლევებს, ანალიტიკურ მასალებს ადგილობრივი და გლობალური სამეცნიერო სივრცის მდგომარეობის, პროგნოზებისა და პერსპექტივების თაობაზე. აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში; საზოგადოებას აწვდის დაბალანსებულ და ხარისხზე ორიენტირებულ მედიაპროდუქტს.
იკვლევს
აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს,საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს, საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემებს, მათი წარმოქმნის მიზეზებსა და გადაჭრის შესაძლო გზებს, ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით.
ატარებს
სემინარებს, საჯარო განხილვებს, დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებს შესწავლილი და საკვლევი სფეროების ირგვლივ, რათა ფართო საზოგადოებას, მედიას და შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს, მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია კვლევის შედეგებისა და მნიშვნელობის თაობაზე.
უზრუნველყოფს
დაინტერესებული პირების ჩართვას კვლევების მომზადების პროცესში და მათი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის პოპულარიზაციას.
ხელს უწყობს
ქართული საზოგადოების ანალიტიკური ინფორმირების პროცესს სამეცნიერო-ანალიტიკურ სფეროში; ხელშემწყობი საკომუნიკაციო გარემოს შექმნას ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით; ღია საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას ინტელექტუალური საზოგადოების ფორმირების მიზნით.