close
კატეგორიის გარეშე

მინის “ნატეხი” რომელიც 360 ტერაბაიტს იტევს! დიახ ეს მომავალია!

მინის დისკს შეუძლია 360 ტერაბაიტი სურათები შეინახოს  13.8 მილიარდი წლის განმავლობაში

როდესაც თქვენ განაახლებთ სურათებს ოპტიკურ დისკსა და მეხსიერების დრაივერებზე, დიდი შანსია, რომ თქვენმა მონაცემებმა დიდი ხანი ვეღარ იარსებობს ისეთი საკითხების გამო, რომელსაც ეწოდება “disc rot” და “data rot”. მაგრამ რა გავაკეთოთ თუ გვინდა, რომ თავი დავიზღვიოთ და ჩვენთვის ძვირფასმა სურათებმა იარსებოს ჩვენზე დიდ ხანს? ამისათვის ჰორიზონტზე ახალი ტექნოლოგია გამოჩნდა…

მეცნიერებმა შექმნეს ნანოსტრუქტურირებული მინის დისკები, რომელსაც შეუძლია ციფრული მონაცემების მილიარდობით წლების განმავლობაში შენახვა.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს როგორ შეინახონ დიდი რაოდენობის მონაცემები პატარა მინის დისკზე ლაზერული ხაზების გამოყენებით. მეცნიერები მას ხუთგანზომილებიან ციფრულ მონაცემებს უწოდებენ, რადგან მონაცემების პოზიციის გარდა, ზომა და ორიენტაციაც უდიდეს როლს თამაშობს.

ინის დისკებს შეუძლიათ 360 ტერაბაიტი მონაცემების შენახვა, რომელიც სტაბილურია 1000 გრადუს ტემპერატურამდე და ინახება ოთახის ტემპერატურაზე 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში.

ეს აღმოჩენა კარს უღებს მარადიული მონაცემების არქივირების ახალ ეპოქას, რადგან დისკები პრაქტიკულად შეუზღუდავი ვადისაა. უნივერსიტეტის განცხადებით მუზეუმები, ეროვნული არქივები, ბიბლიოთეკები აქტიურად ისარგებლებენ ამ მარადიული დისკებით.

აქამდე, მეცნიერები ინახავდნენ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ისეთებს როგორიცაა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას (UDHR), მაგნა კარტას, ბიბლიას ინდივიდუალურ დისკებზე, რომელიც სავარაუდოდ გადაარჩენს ადამიანის რასას.

მკვლევრები ახლა ეძებენ კომპანიებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ ამ მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიის ბაზარზე გატანაში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ იქნება ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ფოტოგრაფებისთვის, მაგრამ იქნებ ერთ დღეს ყველამ შევძლოთ ინდივიდუალური დისკების გაკეთება, რომელიც შეინახავს ჩვენს და ჩვენი შთამომავლების მონაცემებს.

გაზიარება:
fb-share-icon0