close
კატეგორიის გარეშე

Google და NASA: ჩვენი ახალი კომპიუტერი 100 მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თქვენი PC

2 წლის წინ Google და NASA მუშაობდნენ საზიარო პროექტზე D-Wave კვანტური კომპიტერის შესახებ, რათა გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი შესრულების გაუმჯობესება, როდესაც გამოიყენებდნენ კვანტურ ოპერაციებს, ნაცვლად ჩვეულებრივი კომპიუტერისა. ცოტა ხნის წინ, Google-მ და NASA-მ მიიღეს ბოლო D-Wave 2X კვანტური კომპიუტერი, რომელზეც კომპანია ამბობს, რომ აქვს 1000 კვანტურ ბიტზე მეტი.

NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრში ღონისძიებაზე, სადაც D-Wave კომპიუტერი ინახება, Google-მ და NASA-მ გამოაქვეყნეს საკუთარი უახლესი მიგნებები – და უაღრესად სპეციალიზირებული სამუშაო დატვირთვის წყალობით კვანტურმა გამოწვევებმა შესაძლოა ეს ორი უდიდესი კომპანია სენსაციურ შესრულებამდე მიიყვანოს. ოპტიმიზაციის პრობლემისთვის, რომელიც მოიცავს 945 ბინალურ ცვლადს, D-Wave X2 არის 100 მილიონჯერ უფრო სწრაფი (108) ვიდრე იგივენაირად გაშვებული ერთ-ბირთვიანი ჩვეულებრივი კომპიუტერი.

Google და NASA ასევე ადარებენ D-Wave X2-ის კვანტურ მახასიათებლებს კვანტურ მონტე კარლოს (Quantum Monte Carlo), ალგორითმს, რომელიც კონკურენტულია ჩვეულებრივ კომპიუტერზე კვანტური ოპერაციებისა. ისევ და ისევ, სიჩქარე ამ შემთხვევაში 108-ით იყო გაზრდილი.

ჰარტმუტ ნევენმა, Google-ს კვანტური ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი შედეგები არის „დამაინტრიგებელი და ძალიან იმედისმომცემი“, მაგრამ „კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა მოხდეს კვანტური ოპერაციების ოპტიმიზაცია პრაქტიკულ ტექნოლოგიაში.“

როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ D-Wave კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ კომპიუტერიზაციას სრულად: მათი გამოყენება მოხდება ძალიან კონკრეტული დავალებების მცირე რაოდენობასთან – და Google, NASA და სხვა წამყვანი ორგანიზაციები ამ ეტაპზე ცდილობენ შეიმუშავონ, თუ რა ამოცანები შევა ამ მცირერიცხოვან სიაში. D-Wave-ს განაცხადი „1000 კვანტური ბიტით სწრაფი“ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Google და NASA უახლესი კვლევის სიღრმისეულ ანგარიშებს მომდევნო რამოდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

 

წყარო: arstechnica

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0