close
ბიზნესი

HBR: ცხრა რამ, რასაც წარმატებული ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ

Harvard Bussines Rewiev: ცხრა რამ, რასაც წარმატებული ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ
გიფიქრიათ, რატომ ვერ აღწევთ ყველა დასახულ მიზანს? თუ არ ხართ დარწმუნებული, რატომ ხდება ასე, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ბევრი წარმატებული ადამიანი ვერ პოულობს პასუხს ამ კითხვაზე. პირველი, რაც შეძლება ინტუიციურად მოიფიქროთ არის ის, რომ თითქოს არ გაქვთ შესაბამისი უნარები ან ცოდნა დასახული მიზანის მიაღწევად. მაგრამ საქმე ამაში ნამდვილად არ არის. დაკვირვებები აჩვენებს, რომ წარმატებული ადამიანები აღწევენ დასახულ მიზნებს არა საკუთარი პიროვნულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბევრ რამეს განსხვავებულად აკეთებენ. გთავაზობთ ცხრა რჩევას რომელიც შეგიძლიათ დანერგოთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში.


1. იყავით კონკრეტულები. როდესაც ისახავთ მიზანს ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად კონკრეტულები. ”დავიკლო 5 კილო” ეს უფრო ეფექტური მიზანი ვიდრე ”მინდა რომ ძალიან გავხდე”. ასეთი დაგეგმვა უკეთ წარმოგისახავთ თუ როგორ გამოიყურება წარმატება. იმის ნათლად წარმოდგენა,თუ რისი მიღწევა გინდათ გხდით უფრო მოტივირებულს.
ასევე უნდა იფიქროთ იმ მოქმედებებზე რომლებიც უნდა გადადგათ მიზნის მისაღწევად. მოქმედებებიც ასე ნათლად უნდა წარმოისახოთ. მაგალითად ” მე დავიწყებ ჯანსაღ კვებას” ეს საკმაოდ ბუნდოვანია,.იმისათვის რომ დარჩეთ მოტივირებულები მეტი სინათლე უნდა შეიტანოთ ” დავიწყებ კვირაში ორჯერ ბოსტნეულის ჭამას” ეს უფრო რეალისტურია.

 

2. გამოიყენეთ მომენტები რომ იმოქმედოთ დასახული მიზნის მისაღწევად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ დაკავებულია თითოეული ჩვენთაგანი და რამდენ მიზანს ვეჭიდებით ერთდროულად, არ არის გასაკვირი რომ ვერ ვახერხებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რადგან გვავიწყდება დასახული მიზნების შესახებ!. მიზნის მიხწევისაკენ სწრაფვა გულისხობს გამოიყენოთ ყველა თავისუფალი მომენტი და შესაძლებლობა იმისათვის რომ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. იმისათვის რომ გამოიყენოთ მომენტი,წინასწარ უნდა განსაზღვროთ როდის და სად გადადგავთ შემდგომ ნაბიჯს. კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ რომ უნდა იყოთ მაქსიმალურად კონკრეტულები( დაზსუდეტთ დღე , დრო და მსგავსი საკითხები). კვლევებმა აჩვენეს,რომ ასეთი ტიპის დაგეგვა ხელს უწყობს თქვენს გონებას დაიჭიროს ყველა შესაძლებლობა, რაც მიზნის მიღწევის შანსებს 300%-ით ზრდის.
3. იცოდეთ რამდენი დაგრჩათ გასავლელი. ნებისმიერი მიზნის მიღწევას სჭირდება რეგულარული და წესიერი კონტროლი, თუ ვერ ხედავთ რამდენად კარგად მიდიხართ, გაგიჭირდებათ სწორი სტრატეგიის დასახვა შეფერხებების შემთხვევაში. შეამოწმეთ თქვენი პროგრესი კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად. ეს მიზნის მაშტაბზეც არის დამოკიდებული.
4. იყავით ოპტიმისტურად რეალისტი. როდესაც ახალ მიზანს ვისახავთ, უამრავი პოზიტივით ვივსებით და წარმოვიდგენთ თუ რა ადვილად მივდივართ დასახულ მიზნამდე, ეს მეტ მოტივაციას გვაძლევს თუმცა ხშირად მოულოდნელად გადავაწყდებით ხოლმე სხვადასხვა წინაღობებს. მოულოდნელობა შესაძლოა არც ყოფილიყო თუ ცოტა კრიტიკულად შევხედავდით დასახულ მიზანს. მსგავსმა წინდაუხედავობამ კი შეძლება ხელი აგვაღებინოს დაწყებულ საქმეზე. ასე რომ სანამ პირველ ნაბიჯებს გადადგამდეთ არ დაგავიწყდეთ კრიტიკული ანალიზის გაკეთება.
5. იყავით არა კარგი,არამედ უკეთესი. კარგია თუ გჯერათ რომ მიაღწევთ დასახულ მიზანს, მაგრამ ასევე უნდა გჯეროდეთ რომ გაქვთ შესაბამისი უნარები. ბევრს გონია რომ მათი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდულია და შეუძლებელია მათი განვითარება, ამის გამო ხდებიან მხოლოდ მიზანზე ორიენტირებულები. სინამდვილეში ჩვენ მუდმივად უნდა ვმუშაობდეთ ახალი უნარების გამომუშავებაზე,რათა შევძლოთ უფრო დიდებული მიზნების დასახვა
iu762tira72or6. აიღეთ ინიციატივა გრძელვადიანი მიზნების შესრულებაზე. ის ადამიანები რომლებიც მაშტაბურად ფიქრობენ და ყველა სირთულეს ნათლად წარმოისახავენ ბევრად წარმატებულები არიან ყველა სფეროში. ეს თვისებები თუ არ გაქვთ არ იდარდოთ, რადგან მათი შეძენაც შესაძლებელია ნუ იფიქრებთ რომ წარმატებული ადამიანები ასეთებად დაიბადნენ, მათ ისევე როგორც თქვენ დასჭირდათ უამრავი შრომა, რომ გამოემუშავებინათ მიზნის დასახვის უნარი,სტრატეგის შედგენა და სხვა თვისებების გამომუშავება რათა მიეღწიათ წარმატებებისათვის.
7. გამოიმუშავეთ ნებისყოფა. როგორც ადამიანის სხეულს სჭირდება ვარჯიში რათა სიძლერე შეინარჩუნოს, ნებისყოფასაც სჭირდება წრვთნა. დროთა განმავლობაში იგი ძლიერდება და გეხმარებათ სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
იმისათვის რომ გამოიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა, უნდა დაიწყოთ ისეთი აქტივობების განხორციელება რომლებიც არ გეხალისებათ. მაგალითად დაიძინოთ 10 საათზე, გააკეთოთ ყოველდღუირად 100 აზიდვა და სხვა.მართალია დასაწყისში გაგიჭირდებათ,მაგრამ გახსოვდეთ რომ მტკიცე ნებისყოფა ყველა საქმეში დაგჭირდებათ.
8. ნუ გამოცდით ბედს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, გახსოვდეთ რომ ის შეზღუდულია და თუ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს აიღებთ, სისტემა მწყობრიდან გამოვა. ნუ ეცდებით რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებას, იყავით თანმიმდევრულები, ნუ ჩააყენებთ საკუთარ თავს გამოუვალ მდგომარეობაში. წარმატებული ადამიანები აცნობიერებენ რომ ახალი მიზნის დასახვა და მიღწევა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული,ამიტომ იყავით უფრო წინდახედულები.
9. გამოიყენეთ ჩანაცვლების ეფექტი. თუ თქვენ გსურთ რაიმე უარყოფითი ჩვეის მოშორება ძალები უნდა მიმართოთ არა მხოლოდ ამ მიზნისაკენ, არამედ იმისაკენ რომ ეს უარყოფითი ჩვევა ახლით ჩაანაცვლოდ. მაგალითისათვის თუ თქვენ გნებავთ თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას, მიზნად ისაც უნდა დაისახოთ რომ დილაობით 30 წუთი დაუთმოთ ფიზიკურ გაჯანსაღებას, იგივე შეძლება ვთქვათ წონის დაკლებაზე და სხვა ჩვევებზე.
მსგავსი მიზნების მიღწევაში ასევე დაგეხმარებათ შეკითხვა როგორ?
”მაგალითად როგორ მოვიქცე თუ გავბრაზდები?” და პასუხი ” გავაკეთებ სამ ღრმა ჩასუნთქვას” ანუ ამ შემთხვევაშიც ერთი აქტივობის ჩანაცვლება მოხდება მეორეთი.
იმედი მაქვს რომ როდესაც წაიკითხავთ ამ სტატიას გააცნობიერებდთ,თუ რას აკეთებდით არასწორად და შეცდომების ანალიზით წარმატებით განახორციელებთ ახალ მიზნებს. გახსოვდეთ რომ წარმატების მისაღწევად არ არის საჭირო გახდეთ სხვა პიროვნებათ, უბრალოდ უნდა დაიწყოთ გარკვეული საქმიანობების ახლებურად გაკეთება.ჰეიდიგრანტჰალვორსონი. მოტივაციურიფსიქოლოგიისექსპერი,კოლუმბიისბიზნესსკოლისლექტორი.ავტორიწიგნისა Succeed: How We Can Reach Our Goals. იგიასევეწერსსტატიებს Fast Company-ისადა Psychology Today-ისთვისახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0