ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე აღმოენილი პლანეტებისგან სრულიად განსხვავებულია.
პლანეტას, რომლის სისტემაშიც სამი ვარსკვლავია, სავარაუდოდ სამმაგი მზის სინათლე აქვს. იმდენად, რამდენადაც პლანეტას ძალიან გრძელი ორბიტა აქვს, თითოეული სეზონი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გრძელდება.
პლანეტა სახელად – 131399AB, ჩვენი მზის სისტემის უდიდეს პლანეტა იუპიტერზე ხუთჯერ დიდია და დედამიწიდან დაახლოებით 340 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს.
მეცნიერებმა ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არ იციან, როგორ გაჩნდა 131399AB, რომელიც მშობლიურ ვარსკვლავს იმაზე ორჯერ შორს უვლის, ვიდრე პლუტონი – მზეს, რომელსაც ერთი წრის გასაკეთებლად 550 წელი სჭირდება. აქამდე აღმოჩენილი არცერთი პლანეტა არ უვლის მშობლიურ ვარსკვლავს ამდენად დიდ მანძილზე.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა შედარებით ახალგაზრდაა, დაახლოებით 16 მილიონი წლის (დედამიწა 4.5 მილიარდი წლისაა), როგორც ჩანს, ამ პერიოდში მას უწყვეტი ცხოვრება ჰქონდა.
მეცნიერები დამატებით გამოკვლევების ჩატარებას გეგმავენ, რათა დადგინდეს, არის თუ არა პლანეტის ორბიტა ნამდვილად სტაბილური.
პლანეტა ჩრდილოეთ ჩილეში მდებარე „ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპით“ აღმოაჩინეს.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”