სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას ამატებს. Marketplace მომხმარებელს სხვადასხვა ნივთის გაყიდვისა და შეძენის საშუალებას აძლევს.
კომპანიის განცხადებით, ნივთების საიტზე გაყიდვა უკვე საკმაოდ პოპულარული ხერხია და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 450 მილიონი გამყიდველი და მყიდველი ჯგუფი არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლის მეოთხედისთვისFacebook სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობის საშუალებაა.
რაც შეეხება ახალ ფუნქციას – Marketplace, ეს გახლავთ საშუალება ადამიანებისთვის, რომ აღმოაჩინონ, ან გაყიდონ სხვადასხვა ნივთი მათ გარშემო მყოფი ადამიანების დახმარებით.
მომხმარებელი, რომელსაც რამე ნივთის შეძენა სურს, სპეციალურ კლავიშზე დააწკაპუნებს და Marketplace-ის ჩამონათვალს ნახავს. იმავე კლავიშზე დაწკაპუნება მოუწევს გაყიდვის მსურველსაც, ფოტოსა და აღწერილობის განთავსების შემდეგ ნივთი გასაყიდი საგნების სიას დაემატება.
MarketplaceFacebook-ის ალგორითმების დახმარებით ადგენს, რომელი მომხმარებელი რითია დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ საიტი კრძალავს ისეთი ნივთებით ვაჭრობას, როგორიცაა : იარაღი და ცხოველები.
Facebook ახალი ფუნქციის დატესტვას გასული წლიდან ახორციელებს. Marketplaceდღეიდან ხელმისაწვდომი გახდა შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. დანარჩენ მსოფლიოში კი Facebook-ის ახალი ფუნქცია უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
წყარო: www.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”