close
ფსიქოლოგია

იმპრესიული მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ეხმარება მას სოციუმთან ინტერაქციაში, საკუთარი შეხედულებების, შეგრძნებებისა და ემოციების გაზიარებასა და სხვათა ნათქვამის შინაარსის გააზრებაში. რუსი ფსიქოლოგი ლ. ვიგოტსკი მიიჩნევდა, რომ ბავშვი ცოდნას იღებს იმ კულტურისა და გარემოსგან, რომელშიც ცხოვრობს და ამ ყველაფრის განხორციელებაში უდიდესი როლი მიუძღვის მეტყველებას.
მეტყველება იყოფა – ექსპრესიულ და იმპრესიულ (რეცეპტული) ტიპებად.
იმპრესიული მეტყველება მოიცავს – სიტყვების მნიშვნელობის გაგებისა და მოსმენილის/წაკითხულის ინტერპრეტაციის უნარს, რაც საკმაოდ რთული მექანიზმია (სხვისი მეტყველების გაგება და მისი ხმოვანი შინაარსის შენახვა). იმპრესიული მეტყველების განსაკუთრებული ფორმაა – კითხვა. ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში იღებს – ვერნიკეს ზონა (მეტყველების სენსორული ზონა, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანს ესმის სიტყვა, თუმცა ვერ იგებს მის მნიშვნელობას. ე.ი. ადამიანი სიტყვების მიმართ რჩება ყრუ) და სმენითი ანალიზატორი, რომლის მუშაობის დარღვევა იწვევს იმპრესიული მეტყველების ცვლილებას.
ტესტის იმპრესიული მეტყველების ნაწილი მოიცავდა ისეთ სახალისო დავალებებს, როგორიცაა – „დაუკარი ტაში, ახლა კი მითხარი, ვინ დაუკრა ტაში“; „მაჩვენე, სად გაქვს ლოყები, ცხვირი“; „სად არის კუბიკი/ბურთი/თოჯინა“ და ა.შ. სწორედ ასე იწყება იმპრესიული მეტყველების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის მეტყველება ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და იხვეწება, მდიდრდება ლექსიკური მარაგი. ხუთი წლიდან ბავშვი უკვე გრამატიკულად გამართულ წინადადებებს იყენებს და ბევრად თავისუფლად გამოხატავს საკუთარ სურვილებს. უვითარდება რთული ტექსტების გაგების უნარი.
2 წლიდან ბავშვის მეტყველების მარაგი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ეს პერიოდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ”ენობრივი აფეთქების” პერიოდი.

მასალა მოამზადა: ნინო თოფურია
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0