close
ენერგეტიკა

ამერიკული კომპანია გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის

ამერიკული კომპანია Headwall Power International  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Headwall Power International -ის პრეზიდენტმა ბრედფორდ მეიკლმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია Headwall Power International  პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს – შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
Headwall Power International  ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით.

მასალა მოამზადეს: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0